რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იაკობ სოლომონის ძე ღულაძე სკოლების გაეროვნულების საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე და სამინისტროს კანცელარიის გამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გედევან დიმიტრის ძე წერეთელი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კინწურაშვილი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ილიკო ქარცივაძე თბილისის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ბატალიონის წარმომადგენელი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ივანე კვაჭაძე შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ოპერაციის დროს რაზმთან ერთად ტყვედ აიყვანეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იგი ტყვეობიდან გაიქცა და თავის სამხედრო ნაწილს დაუბრუნდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს სომხეთ-საქართველოს ომში ტყვიამფრქვევის სროლისას მძიმედ დაიჭრა დავით ორაგველიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა ირაკლი რამიშვილს დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სექტემბრის ანგარიშის შემოწმება არჩილ ჯაჯანაშვილს დაავალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თამარ ძნელაძეს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თხოვნა საზოგადოების მაღაზიაში არსებული გამოუსადეგარი წიგნების თითო ეგზემპლარის გორის ბიბლიოთეკებისთვის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ვაჭარი იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილის წიგნებს უკანონოდ ყიდდა, რის გამოც მერკვილაძის წინააღმდეგ გამგეობამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ 21 მოსწავლე გამოცდების შემდეგ სკოლიდან გავიდა, პირველი სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე 23 მოსწავლე დაემატა და სკოლაში სულ 66 მოსწავლე იყო, აქედან – 30 მაჰმადიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 12 აგვისტოს გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გრიგოლ ჩიქვინიძისა და სოფიო მგელაძის – წერაქვის სკოლის, ქსენია კაკაბაძის – წინარეხის, პროკლე დევიძის – ყალამშიის და ევგენია შავლიაშვილის – ბაისუბნის სკოლის პედაგოგებად დანიშვნას სთხოვს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მისი სკოლის მოსწავლეს, აჭარელ მაჰმადიან ქართველს, 23-24 წლის მემედ ჯაყელს, სურდა, სწავლა თავად-აზნაურების სკოლაში გაეგრძელებინა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. საზოგადოებამ უპასუხა, რომ უსახსრობის გამო ჯაყელს ვერ შეეწეოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები სკოლაში ფრანგული ენის სწავლებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ უპასუხა, რომ ფრანგულის სწავლების ნებას კანონი არ იძლეოდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.