საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დავით იაგორის ძე ალადაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები იანვრიდან სკოლის მათთან ახლოს გადატანას ითხოვდნენ. საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 მაისს ი. ი. აფხაზი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მცხეთის დედათა მონასტერთან არსებული პროფესიული სასწავლებლის 27 მაისის გამოსაშვებ გამოცდებზე დასწრებას სთხოვს.

1896

ტიპი: თანამდებობა

ფილიპე ლევიცკი ქუთაისის საგუბერნიო საერო სასწავლებლების დირექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

სპირიდონ ენუქიძე ახალი სენაკის საქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

პ. გრიგოლია ახალი სენაკის დედათა სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ტარასი მამალაძე იყო გორის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1896

ტიპი: თანამდებობა

შიო შიუკაშვილი იყო თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ივანე გაფრინდაშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქეთევან წინამძღვრიშვილისა ზაქათლის დედათა სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო კონსტანტინე ბაღაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის ჭრა-კერვის მასწავლებლები იყვნენ: სარა გიორგაძე, ეკატერინე მარკოზაშვილისა და მისი მოადგილე ნინო კობახიძე. ეკატერინე მარკოზაშვილისა თებერვალში სამსახურიდან წავიდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის სექტემბერში ალექსანდრა ერაზმის ასულმა გვარამაძისამ ქალთა განათლებისთვის სოფელ რუისში ქალთა საზოგადოება დააარსა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კაპიტანი კირილე ქუთათელაძე თბილისის საიუნკერო სასწავლებლის საქმისმწარმოებელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ინსპექტორი იყო ვასილ რცხილაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ელისაბედ ციცქიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი და სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

ვალერიან გუნიამ თავის მესამე კრებულში დაბეჭდა: „ცხოვრება“, „ზოგი ჭირი მარგებელია“, „ადვოკატთან“, სცენები და მონოლოგები.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს გენერალ-მაიორი მიხეილ შალიკოვი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის საპატიო მზრუნველი და ქუთაისის გუბერნატორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის თხოვნა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის გამოსაცემად რვა თვით ხელნაწერის გაგზავნის შესახებ. საზოგადოება დათანხმდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, 371 ნამდვილი წევრი ჰყავდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერია და განყოფილების მდივანი გიორგი ვასილის ძე გამზარდია მთავარ გამგეობას პროფესიული სასწავლებლის გახსნას სთხოვენ.

1896

ტიპი: ავტორობა

ვალერიან გუნიამ გამოსცა მიწერ-მოწერის კრებული – სახელმძღვანელო ბარათებისა და წერილების შესადგენად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარ ძნელაძის თხოვნა სტიპენდიის ერთი წლით გაგრძელების შესახებ.