რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ შრომის სკოლის მასწავლებლად გამგეობამ მოიწვია ნიკოლოზ შუბლაძე, თუმცა მისგან საზოგადოებას ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ მიუღია.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლა გადაიტანა წყრთაში ისეთ ადგილზე, რომელიც ცოტა შორს იყო მაჰმადიანი ქართველებისგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, 34 მაჰმადიანი მოსწავლე ჰყავდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძესა და გრიგოლ ბურჭულაძეს 1913 წლის ანგარიშის შესახებ მოხსენების გაკეთება დაავალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად არჩილ ჯაჯანაშვილს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოყვანა დაავალეს.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იანვარში წითელამ ძალიან შეაფერხა სწავლის პროცესი, ბავშვების დიდი ნაწილი ავად იყო, მაგრამ ყველამ სძლია ავადმყოფობას და სწავლა განაგრძო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.