რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, 26 სხდომა გამართა და 62 საქმე განიხილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხანძრისგან მიყენებული ზარალის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების თავმჯდომარე ეპიფანე ჩხაიძემ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დაწყების აუცილებლობის გამო ქართული ენის კურსების მოწყობა განიზრახა.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სეკრეტარები იყვნენ ნოდარ ჯორჯაძე და იაკობ მანსვეტაშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართულ საეკლესიო საგნებს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ასწავლიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვორონეჟის საზოგადო პედაგოგიური ორგანიზაციის თხოვნა საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცისთვის ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გაგზავნის შესახებ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს თამარ ძნელაძეს მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილებას, ქალთა კომიტეტს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თავმჯდომარეობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ანა ხახუტაშვილს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გერგეთის, საგურამოს, ატენის, წინარეხის, ვარიანის, ბორჩალოს, აკურთის, გომარეთის, ყალამშიის, შრომის, ნავთლუღის, ვერისა და ხობის სკოლებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა. ოქმს ხელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი აწერდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილმა სტუდენტ ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილისთვის სტიპენდიის მიცემაზე უარი განაცხადა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა კლდეში (ახალციხის მაზრა), ქობულეთში, სამეგრელოსა და ქართლში ახალი სკოლების აშენებას ითვალისწინებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის სამოქმედო გეგმა, რომლის შექმნაში გრიგოლ ბურჭულაძეც მონაწილეობდა, საყმაწვილო წიგნების კატალოგის, ბუნებისმეტყველებისა და ელემენტარული გეომეტრიის სახელმძღვანელოებისა და საქართველოს რუკის გამოცემას, „დედა ენასა“ და რუსულის სახელმძღვანელოში შესწორებების შეტანას ითვალისწინებდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 7 ივნისს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე ზედელაშვილი და ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფელ ჯუგაანში სკოლის გახსნას სთხოვენ. სოფელში ორი სასწავლებლის არსებობის მიუხედავად 200 ბავშვი სკოლის გარეთ რჩებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჭიროებისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გიორგი ივანეს ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ჰქონდა: ქართული სკოლა საკუთარი ეკლესიით და სათეატრო დარბაზით, ქალთა ჭრა-კერვის სასწავლებელი, საკვირაო სკოლა და სახალხო სამკითხველო.