საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბანკიდან დახსნილი ვექსილების დაწვრილებითი ანგარიში წარუდგინა. ვექსილებს შორის პეტრე გრუზინსკისა 20 თამასუქი იყო, მიხეილ გრუზინსკისა – 12, ოლღა ჭავჭავაძისა კი – 23.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 ნოემბერს ოლღა ჭავჭავაძის გურამიანთკარის მამული 1 300 მანეთად ერთწლიანი (1911-1912) იჯარით აიღო აგრონომმა გ. ი. ჯანდიერმა. იჯარის განახლების შემთხვევაში მოიჯარეს წელიწადში 1 700 მანეთი უნდა გადაეხადა.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს პროვიზორი პ. ბ. სტაუგაიტისი, სოფელ გურამიანთ-კარის მამულის მოიჯარე, თბილისში მუშაობდა ლორის-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში.

1910

ტიპი: მფლობელობა

ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი საანგარიშო მოხსენებიდან ცნობილია, რომ „საზოგადოების" კუთვნილი ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამული ორწლიანი (1910-06-01 – 1912-06-01) იჯარით აღებული ჰქონდა პროვიზორ პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს: პირველი წლის საიჯარო ფასი იყო 1000 მანეთი, ხოლო მეორე წლისა და შემდგომი (თუკი იჯარა განახლდებოდა) – 1300 მანეთი. იჯარა ნოტარიალურად 1910 წლის 1-ლ ივლისს იყო დამტკიცებული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მარტს ნოტარიუსმა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამტკიცა ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრულ საკუთრებად ქცევის დამადასტურებელი ნასყიდობის დოკუმენტი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იოსებ გიორგის ძე ივანიძემ 3. 40 მანეთი შესწირა, კიკნაძის წიგნის მაღაზიამ – 10. 06 მანეთი, ვ. ს. ურუშაძემ – 3, გ. სარ. ამირაჯიბმა – 15.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანმა 76. 02 მანეთი შესწირა, ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა – 15, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა – 50, ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ კი – 1. 71 მანეთი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში ოლღა გურამიშვილი მადლობას უხდის საზოგადოებას თბილისის სახლში ილიას მუზეუმის დაარსების განზრახვისთვისა და საგურამოში სკოლის გახსნისთვის.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ ივანეს ძე ილურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ოზურგეთის აგენტობაზე დასთანხმდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 18 ოქტომბერს მღვდელი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ფოთის აგენტობაზე დასთანხმდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანს ლეჩხუმის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 25 ოქტომბერს ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ლეჩხუმის აგენტობაზე დასთანხმდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1919 წლების ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძის განცხადების მიხედვით, 5 ბანკში დადასტურებული ვექსილების თანახმად, გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის ვალის საერთო რაოდენობა შეადგენდა 8150 მანეთს. მევალეები იყვნენ მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი და ლევან გიორგის ძე ჯანდიერი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მიხეილ ივანეს ძე ილურიძეს ოზურგეთის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 ოქტომბერს ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წევრად მიღება სთხოვა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის ოქტომბერში ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სურამის აგენტობაზე დასთანხმდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ყალამშის სკოლის (1904 წელს დაარსდ.) შესანახად წელიწადში 1235.40 მანეთი იყო საჭირო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლიდან მარიამ აბდუშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარიამ ჩხატარაიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ხელსაქმის პედაგოგი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გრიგოლ ჩიქვინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1913 წელს დაარსებული შრომის სკოლის შენახვას წელიწადში 6364.94 მანეთი სჭირდებოდა.