რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ანასტასია წერეთლისას მისცეს 4 მან. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე იყო მართლმადიდებელი მღვდელი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი. დადგენილების მიხედვით, 1915 წლის 3 ოქტომბერს ყვარლის ბოქაულს შეუსწავლია ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილის მდგომარეობა და შეუდგენია აღწერის ოქმი, რომლის თანახმადაც თავადაზნაურობის საკუთრებაში გადასული წისქვილი სავალალო მდგომარეობაში ყოფილა და ფუნქციონირება შეუწყვეტია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე − გიორგი ყაზბეგი, მდივანი − გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ხაზინაში შეიტანა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის წისქვილის წინა წლებისა და იმ წლის სახაზინო დავალიანება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თავად-აზნაურთა წიმანძღოლმა იშუამდგომლა სახაზინო პალატის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დაბეგვრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ იმ წლის დასაწყისიდან წისქვილი უმოქმედოდ იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყოფშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქშწგ საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) 1914 წლის სკოლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს სკოლის გამგეს გადაუხადეს 400 მანეთი, მეორე მასწავლებელს − 320, მესამე მასწავლებელს –100, მოსამსახურეს − 137, სახლის ქირა დაჯდა 340 მან., განათება − 18, წყალი − 14. 10, მოსწავლეთათვის წამალი − 53. 42, ჟურნალ-გაზეთები − 10. 16, ავეჯი და სამოსწავლო ნივთები – 23. 13, ბავშვების გართობა − 2. 35, მერხების შეკეთება − 9. 78, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის ხარჯი – 8. 47, მასწავლებელს წვრილმანი ხარჯებისთვის ავანსად მიეცა 13 მანეთი, სხვადასხვა ხარჯმა შეადგინა 80. 08 მან. სულ 1914 წლის გასავალი 1 622 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1914 წლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს წიგნის მაღაზიის წინა წლების დანახარჯი 58. 20 მანეთი იყო, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის თანხა − 60, ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე თბილისიდან მოწვეული ვექილის გზის ხარჯი − 30 მან., წვრილმანი ხარჯები − 22. 83, სკოლას მოხმარდა 225. 91 მანეთი. სულ 1914 წელს თელავის განყოფილებამ 396. 94 მანეთი დახარჯა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გამგეობამ შეატყობინა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დაეკმაყოფილებინა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნა − დაეთმოთ სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თელავის განყოფილება იქ აპირებდა სკოლის, სამკითხველოსა და სხვა კულტურული დაწესებულებების განთავსებას. კანცელარიისთვის კი ადგილი აღარ რჩებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მფლობელობაში იყო ერთი სკოლა და წიგნის მაღაზია თელავში და ხუთი ბიბლიოთეკა თელავის მაზრაში, კერძოდ: ერთუბანში, გავაზში, ყვარელში, შილდასა და საბუეში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გაუგზავნა 1914 წლის მუშაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1909 წლის აგვისტოში, კრებებას ყოველკვირეულად მართავდა, საზოგადო კრება ჩაატარა 1914 წლის 3 ნოემბერს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: მიხეილ ადამიამ, ფილიპე ბახვას ძე ადამიამ, ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ, ლევან ხახუს ძე აფხაზავამ, უშანგი მიხეილის ძე ბედიამ, ნიკოლოზ გერასიმეს ძე ბარაბაძემ, მოსე მიხეილის ძე ბახტაძემ, ვიქტორ გიორგის ძე ბერიძემ და კალისტრატე გიორგის ძე ბერიძემ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: სიმონ სოლომონის ძე ცისიშვილი, ვერა ისიდორეს ასული ცომაია, ისაკი დიტოს ძე ჭანია, უთუ ხოფერია, არტემ მათეს ძე ხურცია, ანა რაჟდენის ასული ხოჭოლავა, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჯიბლაძე, დავით გუჯმანის ძე ჯოჯუა და ალექსანდრე ჯანჯღავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე მიხეილის ძე ჩხეტია, იუსტინე ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძე, ილიკო ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძე, ია ჩაჩიბაია, კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია, ბაბილო პავლეს ასული ჩიქობავა, ივანე მარკოზის ძე ჩემია, ყარამან ვატაიას ძე ჩაჩიბაია და დომენტი ფილიპეს ძე ცაავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: როსტომ გიორგის ძე კირთავა, ანასტასია ალექსის ასული ლევაშოვი, გიორგი ბიქტორის ძე ლევაშოვი, ევგენია გიორგის ასული ლევაშოვი, ნადეჟდა ლეფონავა, ალექსანდრა იაკობის ასული ლომაია, ქიშვარდი ლომია, ივანე ლომია, აგრაფინა მალანია და ალექსანდრე გრიგოლის ძე მალანია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: თევდორე როგავამ, სონია საბახთარიშვილმა, დომენტი გიორგის ძე საბახთარიშვილმა, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე სამინავამ, ანტონ სანაიამ, ალექსანდრე ბახვას ძე სალაყაიამ, ფილიპე მიხეილის ძე სირიამ, ნიკოლოზ ანტონის ძე სურმავამ, მელიტონ თევდორეს ძე სხულუხიამ, ანა ფაღავამ და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფაღავამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ოლღა კოსტას ასულმა მალანიამ, პართენ ბაკურის ძე მალანიამ, ალექსი აბრამის ძე მაჩაბლიშვილმა, ნესტორ მისაბიშვილმა, ვერა მონიავამ, გუჯა მურღულიამ, ამბროსი ოდიშარიამ, აკაკი პარკაიამ, ქსენია ისიდორეს ასულმა ჟორდანიამ და თეოფილე როგავამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: კაკია ფაღავამ, კონსტანტინე სტეფანეს ძე ქადარიამ, ვასილ გიორგის ძე ქავთარაძემ, ანტონ ქებურიამ, დავით კოსტას ძე ქობალავამ, ბაგრატ ღვინჯილიამ, დიონისე მიხეილის ძე ღვინჯილიამ, ვლადიმერ ოტიას ძე ყურაშვილმა, მიხეილ ანტონის ძე შამათავამ, აბესალომ იესეს ძე შარაშენიძემ და ლეონტი დავითის ძე შარაშენიძემ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აგვისტოში თბილისის თავადაზნაურობამ ხაზინაში შეიტანა ილიას ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% და წინა წლების დარჩენილი სახაზინო გადასახადი − 143. 97 მანეთი. თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ (თავმჯდომარე – გრიგოლ ქურდიანი, მდივანი – ანეტა ყიფშიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ამის შესახებ თელავის განყოფილებისთვის ეცნობებინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს აღუძრავს შუამდგომლობა სახაზინო პალატის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის ბაჟდასადები სამრეწველო სიიდან ამოღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის დადგენილების (№549) ასლი. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის სამმართველომ დაადგინა, 1916 წლის პირველი იანვრიდან ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილი განთავისუფლებულიყო საბაჟო გადასახადისგან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ იანვარს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის (მდივანი – ანეტა ყიფშიძე) თბილისის ხაზინაში წარდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისის სახაზინო პალატის სარგო სიის მიხედვით, ილია ჭავჭავაძის სახელზე 143. 97 მანეთი დავალიანება ირიცხებოდა. აქედან 136. 37 მანეთი ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% იყო, ხოლო 7. 60 მან. − 1915 წლის სახაზინო სარგო. იმის გამო, რომ ილიას მამული წისქვილთან ერთად თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გადაეცა, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, დიმიტრი ჩოლოყაშვილის დავალებით ვალი საადგილმამულო კომისიას ხაზინაში შეჰქონდა..

