საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 აპრილს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში გამართულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ვაჟა-ფშაველა კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანთან, ვასო ალექსის ძე აბაშიძესთან და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილთან ერთად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსავალმა 325. 22 მანეთი შეადგინა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა და მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ლავრენტი იოანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომერედ აირჩიეს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები იყვნენ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 6 თებერვალს გიორგი რომანოზის ძე ერისთავმა დააარსა ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი ხალხის შვილებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობა იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაზე კომიტეტის წევრებად აირჩიეს: თედო ჟორდანია, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე და ნიკო ნიკოლაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1913 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ორი კომისია მოქმედებდა: სარევისიო და წიგნების ვაჭრობის. განყოფილებამ ჩაატარა 4 სხდომა, გაირჩა 12 საქმე. თავმჯდომარე – იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1913 წლის შემოსავალი 1173 მანეთსა და 62 კაპიკს შეადგენდა ( 908 მანეთი წინა წლის ნაშთი), გასავალი – 174 მანეთსა და 59 კაპიკს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ ( თავმჯდომარე – იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე) მთავარი გამგეობისთვის საწევრო გადასახადის 3 მანეთიან 2 მანეთამდე დაწევის თხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს დავით ნიკოლაიშვილი და ნიკო ღლონტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები გახდენენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას დაარსების დროს (1909 წელი) 73 წევრი ჰყავდა, 1912 წელს საწევროს გადაუხდელობის გამო მხოლოდ 37 წევრი შემორჩა. 1912 საანგარიშო წელს ჩატარდა საზოგადოების 6 სხდომა, გაირჩა 8 საქმე. (კრების ოქმს ხელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე აწერდა).

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წიგნების გამომცემელი კომისიის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე საბახტარაშვილი, ანდრია პეტრეს ძე ჟვანია, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, ლავრენტი მაქსიმეს ძე ტუღუში, მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თეატრის მშენებლობის კომისიის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1912 წლის შემოსავალი (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) 1223 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტების უპირველესი მოვალეობა საზოგადოებაში ახალი წევრების მოზიდვა იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ივანე კარგარეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილმა წევრებმა: ბაბუცა კონსტანტინეს ასულმა ბერიძემ, ნადეჟდა ზურაბის ასულმა ბელქანიამ, ყარამან ბოკუჩავამ, დავით გაგულაშვილმა, ანეტა ბესარიონის ასულმა გამზარდიამ, გიორგი ვასილის ძე გამზარდიამ, სამსონ იოთამის ძე გამყრელიძემ, ანასტასია ივანეს ასულმა გეგენავამ და ივანე ეგნატეს ძე გეგენავამ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ალექსანდრე ესტატეს ძე გეგენავამ, გრიგოლ გეგენავამ, ვალერიან ივანეს ძე გეგეჭკორმა, იასონ პავლეს ძე გოგოლაშვილმა, კონდრატე ნესტორის ძე გეგეჭკორმა, იაკობ გვაზავამ, სიმონ ლევანის ძე გულუამ, აქვსენტი ანტონის ძე გულუამ, პორფირე ლევანის ძე გუნიამ, მერი სიმონის ასულმა დადიანმა და ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: თეოფილე გიგოს ძე დოლიძემ, ივანე ტარიელის ძე ზესაშვილმა, აკაკი ეჯიბიამ, ივლიტა თოფურიძემ, ოლღა თოფურიძემ, ევგენია თეიმურაზის ასულმა თოფურიძემ, ვლადიმერ ანდრიას ძე თუთბერიძემ, ბარნაბა დიმიტრის ძე თოხაძემ, ოლღა კალანდარიშვილმა და ვლადიმერ იესეს ძე კვანტალიანმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: სამუილ ანტონის ძე კეკელია, პეხუ მურზაყანის ძე კუპრეიშვილი, პარასკევა ზალიკას ასული კუპრეიშვილი, პარასკევა მიხეილის ასული კუხალაშვილი, მიხეილ გოჩას ძე კუჭავა, პორფილე სესიკოს ძე კვერკველია, ალექსანდრე პეხუს ძე კინწურეიშვილი, პარმენ კუკავა, მიხეილ ლევანის ძე ლოლუა და ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.