საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87200

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ქრისტეფორე ამილახვარს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 775 მანეთი ჰქონდა მიღებული, რაფიელ ნიჟარაძეს – 525, გრიგორ ოქროპირიძეს – 650, იაკობ რამიშვილს – 650, ალექსანდრე ციციშვილს – 600, ვახტანგ კოტეტიშვილს – 700.

1919

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 50 სხდომიდან არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი არც ერთს არ დასწრებია.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგ სამსონ მუმულიას წლიური ანაზღაურება 648 მანეთი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან უშანგი ელიავა და ბესარიონ ქელბაქიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 795 მანეთი ჰქონდა მიღებული, მალაქია გობეჯიშვილს – 1025, შალვა მოსიძეს – 850, დავით მელაძეს – 225, ქრისტეფორე რაჭველიშვილს – 825, ალექსანდრე სოლოღაშვილს – 250.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 9 მარტს სოფელ კორცხელის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილი გაუგზავნა მათ მიერ გამოგზავნილი უფასო წიგნების მიღების თაობაზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ამ სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ჯერ ასწავლიდა სამინისტრო სკოლაში, შემდეგ კი – სენაკის თავად-აზნაურთა სკოლაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს დასაბეჭდად წარდგენილი წიგნების რეცენზიების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დახმარების, საზოგადოების ქონების დაზღვევის, ბითუმად ვაჭრობის, მაღაზიის გამგის დანიშვნის და სხვა საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის, სარევიზიო კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშების, საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის, დედა ენის შესწორებით გამოცემის, წიგნების გამომცემლობის საქმის გაფართოების, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვისა და სხვა საკითხები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე რაისა ჩიხლაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 175 მანეთი ჰქონდა მიღებული, ვლადიმერ ემუხვარს – 350, შალვა ქიქოძეს – 1485, ალექსანდრე შვანგირაძეს – 415, შალვა თაბუკაშვილს – 350, დიმიტრი ბარნაბიშვილს – 420.

1909

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნსაცავში 2157 ქართული ხელნაწერი და 4795 დაბეჭდილი წიგნი იყო. წლის განმავლობაში კიდევ დაემატა და 1921 წლის პირველი იანვრისთვის 2158 ხელნაწერი და 5025 წიგნი გახდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 ივნისს სოფელ შილდის სკოლის მასწავლებლის, გიორგი აღნიევის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შილდაში თითქმის 13 წელია არსებობს სკოლა, რომელიც თავდაპირველად ებარა მღვდელ მ. დიმიტრი აღნიევს.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში კავკავის სკოლას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი განყოფილება ინახავდა. საზოგადოება სკოლას 211760 მანეთით დაეხმარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 1200 მანეთის ოდენობის სტიპენდია მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე დავით ელიოზიშვილმა ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 1048 მანეთი მიიღო, ნინო ლასხიშვილმა – 700, დავით მჭედლიშვილმა – 750, ტარასი ნიჟარაძემ – 1525, გერონტი ქიქოძემ – 1475, ანა ხახუტაშვილმა – 1450.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანის, როგორც ახალი მასწავლებლის, ანაზღაურება თვეში 54 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველდღიურ დახმარებას აძლევდა ბათუმის ქართული გიმნაზიის ორ ქართველ მაჰმადიან მოსწავლეს – მურად გულთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინარეხის სკოლაში სწავლა 100 დღეს გრძელდებოდა. 18 იანვრიდან, საშობაო არდადეგების შემდეგ, მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის ავადმყოფობის გამო სწავლა აღარ განახლებულა.