საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოების გამგეობიდან ატყობინებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდში ჩასარიცხი თანხის საკითხს განიხილავენ 1908 წლის მარტის ბოლოს დანიშნულ საერთო კრებაზე და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. ხელს აწერენ დირექტორები დავით კარტოზია და ნესტორ დავითაია.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ უპირველესად ილია ჭავჭავაძის საფლავზე უნდა დაედგათ შესაფერისი ძეგლი, რადგან მოედანზე დასადგმელი თანხის შოვნა გაჭირდებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფასის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, კიტა აბაშიძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები მიიჩნევდნენ, რომ 6-7 ათასი მანეთი უნდა გამოეყოთ. ილია ზურაბიშვილის, ბ. ნანობაშვილისა და სხვათა აზრით, საფლავის ძეგლისთვის 1 000 მანეთზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ძირითადი თანხა მოედანზე დასადგმელი ძეგლისთვის დასჭირდებოდათ. საკითხი კენჭისყრით გადაწყდა და საფლავის ძეგლისთვის 6 000 მანეთი განისაზღვრა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა მოლაპარაკებოდნენ ხარაზოვის ქვრივს ფოტოგრაფიისათვის სახლის დაქირავების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და იაკობ გოგებაშვილი. სხდომაზე იმერეთის საეპარქიოსგან მიიღეს თანხმობის წერილი სოფელ ჩოლურში წერა-კითხვის სასწავლებლის გახსნის თაობაზე. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თედო რაზიკაშვილმა, რომ გაეგზავნათ სასკოლო ნივთები, რომელთა სია თან ერთვოდა მისი თხოვნის წერილს. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლად აირჩიეს მარიამ ივანეს ასული გვარამაძე. გამგეობამ მარიამ გვარამაძე კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლის პოზიციაზე დაამტკიცა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ ილიას ფონდისთვის გიორგი თაქთაქიშვილისგან მიიღო 10 მანეთი და შემომწირველთა სია, 5 მანეთი – სოფელ რველის მცხოვრებლების – ივანე ჩადუნელის, ანტონ სულაქველიძის, სოსო და შაქრო სტეფანაძეების, მიტრო კალაძისა და სოკრატ წიქარიშვილისგან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში „ისრის" რედაქციამ მიიღო ილიას ფონდისთვის ქუთაისში დარჩენილ სტუდენტთა მიერ შეგროვებული თანხა – 15 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ნ. თუმანოვი – 1 მან., ძმები ჯაყელები – 1 მან., ფარეიშვილი – 1 მან., ბეგოვი – 50 კაპ., არდიშვილი – 1 მან., ს. მიქელაძე – 2 მან., ლაჭყეპიანი – 1 მან., აბულაძე – 30 კაპ., წულეისკირი – 30 კაპ., დ. ფაღავა – 50 კაპ., ოცხელი – 50 კაპ., ნიჟარაძე – 50 კაპ., შოთაძე – 20 კაპ., დ. ჩხეიძე – 25 კაპ., ქორქაშვილი – 70 კაპ., ნაზაროვი – 1 მან., მ. ა. იოსელიანი – 50 კაპ., კ. ჩხეიძე – 1 მან., ქელბაქიანი – 50 კაპ., კ. კახაძე – 50 კაპ. გაზეთისთვის ფულის გაგზავნა მიენდოთ ქორქაშვილსა და კანდელაკს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გ. ახალციხელი გარდაცვლილი მეუღლის სახელზე 15 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის“ რედაქციას და ყოველწლიურად კისრულობს ილიას ფონდში თანხის გადარიცხვას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამუზეუმო კომისიამ დაადგინა, თავის წევრებად მოეწვიათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ვასილ ზურაბის ძე ბერელაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ორიენტალისტური სემინარიისათვის ქართული განყოფილების დასაარსებლად წიგნებს ითხოვდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ საისტორიო და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა შეერთდეს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა დროებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებაში დარჩეს, ხოლო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მოსავლელად და შესასწავლად მიებაროს. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე სიმონის ძე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა ყოველწლიურად საზოგადოებას მუზეუმ-ბიბლიოთეკისთვის აძლევდა საისტორიო საზოგადოებას გადასცემოდა მანამ, სანამ მუზეუმ-ბიბლიოთეკა ამ საზოგადოების ხელში იქნებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკას წიგნების, ინვენტარისა და ქონების საკუთარი კატალოგი ექნებოდა და ნებისმიერ დროს შეძლებდა შეემოწმებინა საისტორიო საზოგადოებისათვის მიბარებული ქონება. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკას საკუთარი გამგე, ორი გამგის თანაშემწე და ორი მსახური უნდა ჰყოლოდა. მათი ხელფასისთვის საზოგადოებას ყოველწლიურად 3000 მანეთი დასჭირდებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1898 წლის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური რჩევის პროტოკოლები, რომელთა განხილვა გამგეობამ ივანე რატიშვილს დაავალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი სამსონ ფირცხალავას ოზურგეთიდან ატყობინებდა, რომ 27 ოქტომბერს გადაწყვეტილი ჰქონდათ ილიას ფონდის დასახმარებლად პოეტის საღამოს გამართვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 15 სექტემბერს ბაქოდან, ბალახნის ნავთობსარეწიდან, თავადმა ლევან თუმანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ 100 მანეთი გამოგზავნა ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასადგმელად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ქ. ჯორჯაძემ განაცხადა, რომ მითქმა-მოთქმის გასაფანტავად და ხალხის ნდობის მოსაპოვებლად საჭირო იყო ილიას ფონდის სარგებლით უკვე დაწყებულიყო რაიმე კონკრეტული საქმე.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებამ ვერ მიიღო იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, ეს საკითხი 30 აგვისტოს – ილიას გარდაცვალების წლისთავზე – გამართულ ახალ კრებაზე განეხილათ და ძეგლის საქმის გაძღოლა საზოგადოების გამგეობას მინდობოდა. დადგენილებას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე იაკობ ღულაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ მიიღო შემდეგ პირთა შემოწირულობა ილიას ფონდისთვის: ა. ნადირაძე – 5 მან., მ. ფხალაძე – 10 მან., მღვდელი დავით იაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე – 10 მან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ვ. მასხულია ილიას ფონდის სასარგებლოდ 5 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის" რედაქციას და ამავე თანხის შესაწირს კისრულობს ყოველწლიურად.