საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87198

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მამია ხუხუნაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სასტიპენდიო ვალი – 376. 85 მანეთი დაუბრუნა, ნინო ციციშვილმა – 750, პავლე დადვაძემ – 3000 და სვიმონ ფიცხელაურმა – 1000.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების მიხედვით, 1919 წელს გამგეობამ 50 სხდომა გამართა და 453 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლის პედაგოგი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ საგურამოს სკოლაზე (მასწავლებელი – კონსტანტინე სეხნიაშვილი) 1036.66 მანეთი დახარჯა.

1896

ტიპი: თანამდებობა

სოლომონ ჩიტაძე იყო საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის ქართული განყოფილების სეკრეტარი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს სერგო იაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშიდან აწყურის სკოლას 1500 მანეთი მიეცა, რუსთაველის სახელობის სკოლას – 1020.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების თბილისის განყოფილებას 2000 წევრი ჰყავდა, ქუთაისისას – 394, ჭიათურისას – 20, სენაკისას – 191, ხონისას – 73, ფოთისას 75, ბორჯომისას – 154, ლანჩხუთისას – 77, ცხინვალისას – 60 და ვეჯინისას – 10.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისთვის წიგნების შესაძენად 27629. 50 მანეთი დაიხარჯა, თანამშრომლების ხელფასებისა და დახმარებისთვის – 143180.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის 1920 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადასცემოდა, მაგრამ სკოლა თუ არსებობას შეწყვეტდა, ან პროგრამა შეიცვლებოდა, სკოლის ქონება ისევ საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლის კურთხევას გამგეობის წევრი გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული დაესწრებოდა.

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსვენებული მასწავლებლის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ოჯახს საზოგადოების ანგარიშიდან 10000 მანეთი გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3450 სურათი ჰქონდა. წლის განმავლობაში მხოლოდ ორი სურათი დაემატა.