საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემის საკითხის განსახილველად შემდგარიყო კომისია გრიგოლ ყიფშიძის, ივანე აბაშიძისა და მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისგან, რომელთაც თავიანთი აზრი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა და დაადგინა, თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკისთვის მომავალი წლისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 46 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განაცხადა, დოქტორ ლემანისთვის ბერლინში გაეგზავნათ რუსულ-ქართული ლექსიკონი, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა, ქართულ-რუსული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 მან. 85 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძისას დაევალა საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, მიეწერათ აბელ იაშვილისთვის, რომ მას გამგეობისთვის ეცნობებინა, თუ რა დახმარება შეეძლო ქალაქ დუშეთს სახალხო ბიბლიოთეკისთვის და რამდენი დასჭირდებოდა საზოგადოებისგან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ 7 ნოემბერს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს 50 წლის სადღესასწაულო იუბილე მისი დამსახურებების გამო აღენიშნათ კეთილი საქმით და იუბილარისათვის გაეგზავნათ მისალოცი წერილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის მოხსენების განხილვის შემდეგ დაადგინა, კომისიების წევრთათვის ეთხოვათ სხდომებზე რეგულარულად სიარული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის სახელმძღვანელო „წყაროს“, ის უსასყიდლოდ დაუთმობდა ამ წიგნისათვის საჭირო კლიშეებს და მოგების ნახევარს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანტონ გოგიაშვილის ქალიშვილს მიეცა ლუკა რაზიკაშვილის წიგნების თანხა – 10 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე განცხადება გააკეთა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა, რომ სენაკის სკოლის საქმის განსახილველად გამგეობას უნდა მოეწვია საზოგადოების საგანგებო კრება. გამგეობამ განაცხადა, რომ საგანგებო კრების მოწვევა არ ხდება საზოგადოების თავმჯდომარის და გამგეობის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში კი ისინი საჭიროდ არ თვლიან სენაკის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საგანგებო კრება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებში 1914 წლის 1-ლი იანვრიდან მიწვეული იყო სკოლების მეთვალყურე, რომელსაც ყველა სკოლა დათვალიერებული ჰქონდა, ზოგიერთი ორჯერ და სამჯერ. მხოლოდ სენაკისა და ქუთაისის სკოლები იყო დარჩენილი, რომლებსაც მომავალში აუცილებლად დაათვალიერებდა იგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ სკოლებში სასწავლო პროცესის გვიან დაწყების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, გლეხს უამრავი საშემოდგომო სამუშაო ჰქონდა სახლში და სწორედ სამუშაოების გამო არ უშვებდა ოქტომბრამდე შვილს სასწავლებელში, რის გამოც სწავლა გვიან იწყებოდა სკოლებში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობა მხარს უჭერდა საუკეთესო მასწავლებლების მიწვევის საკითხს, რომელიც პრაქტიკულად რთული განსახორცილებელი იქნებოდა. გამგეობასაც სურდა სემინარიელი მასწავლებლების მიწვევა, მაგრამ ვერ პოულობდნენ ასეთ მასწავლებლებს, რის გამოც იძულებულნი იყვნენ სპეციალური განათლების არმქონე მასწავლებლები მიეწვიათ, რომლებიც მომზადებულები და საქმის მოყვარულები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ სკოლების სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გამგეობა 1881 წლის სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდა, რომლის მიხედვითაც სკოლებში საღვთო სჯული ქართულად უნდა ესწავლებინათ. იმ სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც გამგეობის გეგმას უხვევდნენ მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ დაეცვათ სწავლების სანიმუშო პროგრამა და ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ. გამგეობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად ცდილობდა მშობლიური ენა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ სენაკისა და ყვარლის განყოფილებათა დათვალიერების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, ხოლო გ. ბურჭულაძეს გადასცეს სამგზავრო თანხა 10 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, დავით კარიჭაშვილი და ფილიპე მგელაძე გამგეობას თხოვნით მიმართა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამგემ, რომ დახმარებოდნენ საყმაწვილო ბიბლიოთეკის შევსებაში. გამგეობამ სკოლას 10 მანეთის საყმაწვილო წიგნები გაუგზავნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავთა და სამკითხველოთათვის საერთო საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ, ასევე დავით კარიჭაშვილის მოხსენება ამასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ფოტოსახელოსნოს ყოფილი გამგე ვასილ როინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა თავისი ორი კარადისა და საწოლის დაბრუნებას, რომლებიც დროებით დატოვა ფოტოსახელოსნოში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ კერძო სკოლების შესახებ არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც თავისუფლად შეეძლოთ სკოლებში ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ, მაგრამ ამ კანონის მოწინააღმდეგე მოხელეები საზოგადოების სკოლებს კერძო სკოლებად არ აღიარებდნენ და სამინისტროს დაწესებულებებად მიიჩნევდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა ცდილობდა მასწავლებლებისთვის კურსები ჩაეტარებინა, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ იყო და ამიტომ ვერ ახერხებდა. მასწავლებლების კრება კი დროგამოშვებით იმართებოდა, რასაც სასკოლო სექციის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობოდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე იყო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იყო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე იყო სარევიზიო კომისიის წევრი.