რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ბუგეულის მასწავლებელმა მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ მიიღო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ლეონტი ჯაში მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის (ახლ. აბაშის რაიონი) სოფელ ქვატანის სკოლაში.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ბესარიონ ლევანის ძე ფანცულაია, ნესტორ ფაჩულია, იოსებ ლევანის ძე ფარცვანია, ლუკა ივანეს ძე ფუტკარაძე, ილარიონ ივანეს ძე ფანცულაია, იოსებ ლევანის ძე ფირცხალავა, ნიკო სიმონის ძე ფილია, ლუბა ივანეს ასული ფილია, სილიბისტრო ფაჩულია, ფეოდოსია ფოჩხუა, იოსებ სიმონის ძე ფარულავა, შალვა ფანცულაია და პორფირე ფარულავა.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლაში (მასწავლებელი ნინო უშვერიძე) 63 სასწავლო დღე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის მიხედვით, დამფუძნებელ წევრებს, ბარბარე ირაკლის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონისას და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილს ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო ფული – 300 მანეთი.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა დაარსდა. სკოლა და მასწავლებლის, ნინო უშვერიძის, ბინა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ჭრა-კერვის სკოლის (სადაც 2 ჯგუფად მეცადინეობდა 30 მოსწავლე) მასწავლებელმა ეკატერინე მარკოზაშვილმა მუშაობას თავი დაანება, მის შემცვლელად ნინო კობახიძე დაინიშნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გასაღრმავებლად ექსკურსიებს, სხვადასხვა მწერლის დილა-საღამოებსა (შიო მღვიმელის დილა, აკაკის საღამო) და წარმოდგენებს აწყობდნენ მასწავლებლები: მარიამ დავითის ასული ფურცელაძე, გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე, სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ელენე ივანეს ასული ციცქიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე მიხეილის ასული ერისთავისა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლა დაარსდა. სკოლა საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული და 4 განყოფილებისგან შედგებოდა. 1916 წელს სკოლის გამგე იყო გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში (გამგე გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 20 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 172 სასწავლო დღე იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

