რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისასთვის ბაზრის გასამართად 200 მანეთი მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი კრებისთვის გადადო საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას წინადადების – შობისთვის საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ – განხილვა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის დასკვნის საფუძველზე არ დააკმაყოფილა თომა ასათიანის თხოვნა მისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ დავით კარიჭაშვილს დავალებული ჰქონდა თომა ასათიანის საყმაწვილო მოთხრობების განხილვა, რათა გამგეობას გადაეწყვიტა მათი დაბეჭდვის საკითხი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი თომა იოსების ძე ასათიანი მსახურობდა მღვდლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ სალაზარევისთვის მიეცა 2000 კონვერტის თანხა – 4 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების სექტემბრის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლი ოქტომბრისთვის I ბიბლიოთეკას დარჩა 28 მან. 64 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტის, ბესარიონ იოსების ძე ლომინაძის თხოვნა მატერიალური დახმარების შესახებ და გადაწყვიტეს, თხოვნა სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტში გაეგზავნათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ანა კობიაშვილის თხოვნა სკოლის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გადაწყდა, ის მასწავლებლობის კანდიდატად მიეღოთ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად, ხოლო მის მაგივრად, ინსპექტორობის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნულიყო სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორ თომა მთავრიშვილის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად გადაყვანისა და მის ადგილას დროებით შემსრულებლად ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძის დანიშვნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი ქუთაისის სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ნოემბერს აღნიშნეს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, იოანიკეს 50 წლის სადღესასწაულო იუბილე.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879-1886 წლები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ფლობდა უძველეს ხელნაწერ „სახარებას".
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მოხსენება თბილისში პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ და გამგეობამ დაადგინა, რომ განხილვამდე მოხსენება წინასწარ გასაცნობად გაეგზავნათ გამგეობის ყველა წევრისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის საჭირო ავეჯი უნდა დამზადებულიყო თბილისში, სახელდობრ: 40 მერხი (თითო მერხი ორი მოსწავლისთვის) იმ მოდელით, რომელსაც გამგეობა მიიჩნევდა საუკეთესოდ, ორ-ორი დაფა თითო განყოფილებისთვის, საანგარიშო – შვეიცარიული და რუსული, სამოსის საკიდი და ერთი კარადა ბიბლიოთეკისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხის განსახილველ კრებაზე დასასწრებად აგზავნიდა ორ წევრს – საზოგადოების თავმჯდომარეს, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილსა და ხაზინადარ ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილს. საბჭოს წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანმა სერგი გორგაძე.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.