საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ივანე აბაშიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა, რამდენად დიდი იყო ზესტაფონში სამკითხველოს გახსნის ინტერესი, საზოგადოებას წლიურად რა თანხის გაცემა დასჭირდებოდა და ვინ იქნებოდა სამკითხველოს დირექტორი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ გვიშტიბის მცხოვრებმა ვარდენ გლახუას ძე ლორთქიფანიძემ განათლების სამინისტროს შვილის, ქუთაისის რეალური სასწავლებლის მეექვსე კლასის მოსწავლე კირილე ვარდენის ძე ლორთქიფანიძისათვის სტიპენდია სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წლისთვის ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში ირიცხებოდნენ: გაბრიელ ქანანაშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ტრიფონ რუხაძე, ლევან სანებლიძე, ალექსანდრე ტოგონიძე, მიხეილ ფორჩხიძე და გიორგი შალიკიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: კონსტანტინე ბაკურაძე, აკაკი ბურჯანაძე, პავლე ბურჯანაძე, ლეონტი გაბელაშვილი, ვლადიმერ გაბელაშვილი და შალვა გრიგოლია.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: იოანე თევდორაძე, ტიტე ზვიადაძე, ვიქტორ კალანდაძე, ალექსანდრე კვანტალიანი და იასონ კილაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: დავით კუხიანიძე, პეტერ ლალიაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, შალვა ლორთქიფანიძე, დავით მარდალეიშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: იაკობ მაწონაშვილი, ვლადიმერ მიხაილოვი, გიორგი მოდებაძე, სერგო ოდიშარია, მიხეილ როსტომიანცი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სექტემბერში საქველმოქმედო ღონისძიების გაემართვა დაავალა. საზოგადოებამ საკითხის განხილვა გადადო.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: სამსონ სამხარაძე, აკაკი სვანიძე, ბორის სიხარულიძე, გედეონ ტყაბლაძე, დავით ფიჩხაძე, ისააკ ფაბიცკი, აკაკი შავგულიძე, შაბათა ციციაშვილი, გრიგოლ ჭირაქაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა.

1906

ტიპი: ავტორობა

გამგეობამ განმარტა, რომ მუზეუმის ნივთები ვერც დანომრეს და ვერც დაალაგეს, რადგან მათ შესანახად არ ჰქონდათ ადგილი. 1906 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ანდრია ღულაძემ გამგეობის ეს განმარტება არ მიიღო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობების, შინაური საქმეებისა და ტანისამოსის უქონლობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სხვადასხვა ავადმყოფობის, მათ შორის, ციების და შინაური საქმეების გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანისამოსის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ დაესწრნენ სხვადასხვა ავადმყოფობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1919

ტიპი: განათლება

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის ინფორმაციით, მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის თავმჯდომარე იყო ჯიბლაძე, მდივანი – ე. ურუშაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას სთხოვა დაეჩქარებინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის საქმე – 6 აპრილს მოეწვიათ მცოდნე პირთა სხდომა ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის განსახილველად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის, სამსონ ფირცხალავას თქმით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე საკუთარი სურვილით – გამგეობის მოწვევის გარეშე – ჩამოვიდა პარიზიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლზე სამუშაოდ.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს კ. ტატიშვილისა და პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ხონში.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.