რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პედაგოგმა ბესარიონ ჭილაძემ ყვავილის აცრის მოწმობა მიიღო და საზოგადოების მმართველობას სთხოვა, ზომები მიეღო ასაცრელი ინსტრუმენტების შესაძენად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ დააკმაყოფილა დიდი თონეთის სკოლის პედაგოგ ბესარიონ ჭილაძის ორივე თხოვნა სამკურნალო წამლებისა და ასაცრელი ინსტრუმენტების შეძენის შესახებ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდ თონეთში სასკოლო სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: მფლობელობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილმა, ხელთუბნელმა მემამულემ, საზოგადოებას სკოლის გასახსნელად უსასყიდლოდ დაუთმო სახლი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილს ხელთუბნის სკოლის დასაარსებლად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ დიდი თონეთის სკოლისთვის 416 მანეთი და 85 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წელს დიდი თონეთის სკოლის შემოსავალი 300 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 სექტემბრიდან თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიაში ისტორიის მასწავლებლად გორის ვაჟთა გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებელი ილია ბაკურაძე გადაიყვანეს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა პირველიდან 17 მაისამდე. შემოსავალი იყო 445. 2 მანეთი, ხარჯი – 1035. 3, საზოგადოებას ჰქონდა სულ 17 882. 81 მან., ვალი – 745. 21 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ექვთიმე თაყაიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 18. 52 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გრიგოლ ყიფშიძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებს წაკითხული ჰქონდათ „გლახის ნაამბობი“, „დიმიტრი თავდადებული“ და რამდენიმე პატარა მოთხრობა, ასევე „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან“: მეფე ფარნავაზის, ქრისტიანობის ქადაგებისა და წმ. ნინოს ცხოვრების მეორე ნაწილის შვიდი თავი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის მაისში ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაპირებული 100 მანეთის გაგზავნა სთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვს ბიბლიოთეკისთვის წელიწადში 100 მანეთის შემწეობის მოცემას შეჰპირდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ანა ნიკოლოზის ასულ ბეგთაბეგოვის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 18. 37 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გრიგოლ ყიფშიძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 150 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ყოფილი სასულიერო გიმნაზიის ყველა თანამშრომელი თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ მას იქ არ გააგრძელებინეს მუშაობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის არც დროებით დანიშნულმა გამგემ და არც დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სამსახურში არ აიყვანეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად სხვა თანამშრომელს ეძებდნენ. მას არც დეკემბრის ხელფასი გადაუხადეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში 67 ბავშვი სწავლობდა, შემდეგ მათი რიცხვი 60-მდე შემცირდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.