რეგისტრირებული ფაქტები81716
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელი წევრობა სურდა. მას საწევრო – 300 მანეთი თავისი წიგნის, „ისტორიული ნარკვევის“ შემოსავლიდან 20%-ის დაკლებით უნდა გადაეხადა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ჭყონიას თხოვნა დამფუძნებელი წევრობის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ექვთიმე თაყაიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი სახელმძღვანელო „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“, მმართველობამ ვერ ცნო პრემიის ღირსად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარადგინეს შემდეგი სახელმძღვანელოები: ერთი არითმეტიკის, ორი გეოგრაფიის, ერთი საქართველოს ისტორიისა და ერთი „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გორის სამასწავლებლო სემინარიის სტიპენდიატებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად 40 მანეთი გაუგზავნა. აგრეთვე, ბიბლიოთეკისთვის გააგზავნა ქართული წიგნების თითო ეგზემპლარი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა 1883 წლის სექტემბრისთვის ქუთაისში პირველი პროგიმნაზიური კლასის გახსნას გეგმავდა, მაგრამ წესდებით ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო, ქუთაისში ჩამოყალიბებულიყო თავადაზნაურთა ისეთი საზოგადოება, რომელიც ქუთაისის თავადაზნაურთა სკოლას უხელმძღვანელებდა და მომავალში გიმნაზიად გადააკეთებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ წლების განმავლობაში შეიძინა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. გარდა ამისა, დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის შესახებ არსებული რუსული გამოცემებითაც და ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებს სთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმოთ თავიანთი გამოცემები. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, რ. ერისთავის ილუსტრირებული იგავ-არაკის დასაბეჭდად 398 მანეთი და 27 კაპიკი დაიხარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების ბიბლიოთეკები სრულყოფილად მოწყობილი არ იყო, თუმცა მათი რიცხვი მაინც მატულობდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი საქართველოს ისტორიისა და არითმეტიკის სახელმძღვანელოები მმართველობამ განიხილა, თუმცა ვერც ერთი ხელნაწერი ვერ ცნო დაბეჭდვის ღირსად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი გეოგრაფიის ორი ხელნაწერიდან მმართველობამ ვერც ერთი ვერ ცნო ჯილდოს ღირსად. მმართველობის გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გამოიცემოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტორი მას მმართველობის შენიშვნების მიხედვით შეასწორებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისში ქართული სახალხო სკოლისთვის სახლის დაქირავება შესთავაზა, რასაც ოცი-ოცდაათი თუმანი დასჭირდებოდა და როცა სკოლის შემოსავალი გაიზრდებოდა, სკოლა თვითონ დაფარავდა საკუთარ ხარჯებს.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 22 აგვისტოს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭო გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 5 ივლისის № 163 მოწოდებას და აცნობა, რომ შესაძლებლობისთანავე შეიტანდა 500 მანეთს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად. ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგე იაზონ ბაქრაძემ.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, თუ თბილისის სახალხო სკოლის ადმინისტრაცია ავეჯს 1-ლ იანვრამდე დაამზადებდა, მაშინ სკოლა იანვარში გაიხსნებოდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, რომ არითმეტიკის სახელმძღვანელოს გარდა, თითო წიგნის შესაძენად პრემიის სახით ოც-ოცი თუმანი გამოეყოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა წინადადება, რადგან სკოლებში აგენტების გაგზავნა ძვირი ჯდებოდა, გაზეთებში დაებეჭდათ შემდეგი შინაარსის განცხადება: სოფელს, რომელიც სკოლის გახსნას ისურვებდა და ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 30-40 თუმანს გამოყოფდა; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავის მხრივ, სკოლის სახლის ასაშენებლად 15 თუმანს გადასცემდა; გამოცდილ მასწავლებლებს დაუნიშნავდა; ყოველწლიურად 4 თუმნის წიგნებს გაუგზავნიდა და სკოლის მართვა-გამგეობის პასუხისმგებლობას აიღებდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის წინადადებას სოფლებში აგენტების გაგზავნის შესახებ დათანხმდნენ იმ პირობით, რომ საზოგადოება ყველა სკოლას ყოველწლიურად მხოლოდ 40 მოსწავლისთვის საკმარის წიგნებს გაუგზავნიდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ წევრების მიღება გამოეცხადებინა, რადგან საზოგადოებას ფული სჭირდებოდა, წევრობა კი ბევრ ადამიანს სურდა. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, საზოგადოების წევრობის მსურველებს კანცელარიაში განცხადება და საწევრო თანხა წარედგინათ. ახალი წევრები კი პირველ კრებამდე მიეღოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დაეთანხმა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის გუბერნიის ქართველი თავადაზნაურობა მოვალეობად მიიჩნევდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს საუკეთესო შვილის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.