საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81719

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ წევრების მიღება გამოეცხადებინა, რადგან საზოგადოებას ფული სჭირდებოდა, წევრობა კი ბევრ ადამიანს სურდა. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, საზოგადოების წევრობის მსურველებს კანცელარიაში განცხადება და საწევრო თანხა წარედგინათ. ახალი წევრები კი პირველ კრებამდე მიეღოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დაეთანხმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის გუბერნიის ქართველი თავადაზნაურობა მოვალეობად მიიჩნევდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს საუკეთესო შვილის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულო გამოეხმაურა გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის თაობაზე. ისინი წუხდნენ, რომ საკრებულოს მცირერიცხოვნობისა და თავისუფალი თანხის უქონლობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდნენ ფულის გაღებას. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისა (გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) და მდივნის (ილია ზურაბიშვილი) მიერ ხელმოწერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად შესაწირი თანხის მოძიების საკითხის განსახილველად უნდა მიემართათ უახლოესი საგუბერნიო კრებისთვის. კრება უნდა გამართულიყო შემოდგომაზე ან მომავალი წლის დამდეგს. დელეგატებად დანიშნულები იყვნენ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი და ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების მიღება გამოეცხადებინა. მათ კანცელარიაში საჭირო დოკუმენტებთან ერთად არზა უნდა შეეტანათ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას არ დაეთანხმდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 1-ლი-დან 23 მაისამდე საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 2256 მანეთი, ხარჯი – 2084. 3, სულ ჰქონდა 18644. 87 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში დეკანოზ პეტრე ყონჩუაშვილისთვის წიგნების თანხის – 6. 30 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 40 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 საანგარიშო წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაამტკიცა ხარჯთა სია: ბათუმის სკოლისთვის 1700 მანეთი, მდივნის ხელფასისთვის 600 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისთვის 100 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, წიგნების დასაბეჭდად 1500 მანეთი, ღარიბი სკოლების დასახმარებლად 500 მანეთი, მოულოდნელი ხარჯისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფელში გაეხსნათ ერთკლასიანი სკოლა, რომლის შესანახად მოსახლეობას ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო გადასახადი 25 თუმანი უნდა შეეკრიბა და სახლი აეშენებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან თექვსმეტს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ორის თავმჯდომარე იყო იაკობ გოგებაშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ივანე დემუროვისთვის დედნების თანხის – 10 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის მაღაზიის წიგნების ყდაში ჩასასმელად 4. 10 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ერთს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სოფელ ხელთუბანში (გორის მაზრა) სკოლა გახსნა. ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, გიორგი ქართველიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გიორგი ჩარკვიანისთვის წერილების დასაბეჭდი ბლანკების თანხის – 3 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე როინაშვილის პანაშვიდისთვის მგალობლების გზისა და ეპისკოპოსის სამოსის ფულის, დიაკვნების და საფლავის მცველის გასამრჯელოს – 40 მანეთის გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე კავსაძისთვის 14 იანვრის საღამოზე დასასწრებად ბათუმში წასასვლელი ფულის – 4 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ზ. ლომოური მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოსახელოსნოში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ფოტოსახელოსნოს თანამშრომელ ზ. ლომოურისთვის ხელფასის – 25 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.