საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძეს დაევალა სენაკის, ბათუმისა და წინარეხის სკოლების რევიზია, საგურამოსი – იაკობ ღულაძეს, კავკავის – პეტრე სურგულაძეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ ღულაძეს, დავით კარიჭაშვილსა და ალექსანდრე ყიფშიძეს დაევალათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის შემოწმება და გამგეობისთვის დასკვნის წარდგენა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი გიორგის ძე გომელაური სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ალექსანდრე ჭყონია. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქუთაისის სატუსაღოს პატიმრებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შაქრო შავიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ავანსად ითხოვა 100 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შიო ქუჩუკაშვილს 100 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 21.52 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 186.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს დაავალეს, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან საზოგადოების კუთვნილი 5 პროცენტი გამოეტანა. დოკუმენტების ღირებულება 4 800 მანეთს შეადგენდა.

1909

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, გიორგი ებრალიძე ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, მოსკოვის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გაეგზავნათ წესდება, უკანასკნელი ანგარიშები და ცნობები სახალხო მასწავლებლების კურსების შესახებ, რომლებიც იმავე წლის ზაფხულში ჩატარდებოდა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა. ბოცვაძე ჟურნალ „განათლებისთვის“ ითხოვდა დახმარებას. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი მიხეილის ძე გიორგაძემ დაამთავრა თბილისის მესამე გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იოანე იოველის ძე გამრეკელმა თბილისის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლუკა რაზიკაშვილს მის ნაწარმოებებში მისცა ჰონორარი – 175 მან.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს დავით ძაძამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშაში მასწავლებლად გაგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნის მაღაზიისთვის ფასდაკლებით შეესყიდათ „ბუნება სურათებში“.