რეგისტრირებული ფაქტები87012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება საგურამოს სკოლის მცველის დახმარების შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები დაამტკიცეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი ლასხიშვილმა და სხვებმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საპრემიო თხზულებების განსახილველ საისტორიო კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას დაესწრნენ: არჩილ ჯორჯაძე, ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი და სხვები.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 20 მაისს ეკატერინე ქაიხოსროს ასული გარდაფხაძე, თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე და ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ბაგრატ სიმონის ძე ვირსალაძე, მიხეილ ანდრიას ძე ანდღულაძე და ივანე ნიკოლოზის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 5554.9 მანეთი ისესხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 მარტს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის დატოვებული ფულის მისაღებად მოსკოვში საზოგადოების სახელით კაცის გაგზავნა იყო საჭირო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება საგურამოს სკოლის მცველის დახმარების შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ალექსანდრე ლუკას ძე ჟორდანია, გიორგი პეტრეს ძე კეკელიძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ საზოგადოების სხდომის ოქმში განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი საზოგადო კრება 1879 წლის 15 მაისს შედგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ცხინვალის ერთკლასიანი სკოლის მოსწავლეებისთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს რკინიგზის მსახურმა გრიგოლ კელენჯერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი ძმის, გაბრიელ კელენჯერიძის სწავლის გადასახადისთვის სესხად 210 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 29 იანვარს ზაქარია თევდორეს ძე დანელია და ალექსანდრე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოსა და კავკავის სკოლებში საღვთო სჯულს რუსულად ასწავლიდნენ.

