რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილის ანგარიში შეეტანათ გამგეობის წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნინო გიორგის ასულ ზალდასტანიშვილის, ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძის, დავით ანტონის ძე თოიძის, შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილის, დავით ქაიხოსროს ძე იაშვილის, თამარ ილიას ასულ იმერლიშვილის, გიორგი ილიას ძე კიკნაველიძის, პანტელეიმონ ივანეს ძე კირვალიძის, ლეონ ივანეს ძე კანდელაკისა და არჩილ იოსების ძე კანდელაკის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 ნოემბერს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ახალციხის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, მიეწოდებინა ცნობები ბიბლიოთეკის შესახებ 1900 წლის ანგარიშში შესატანად.
1890
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 16 აგვისტოს თელავის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეებმა – მიხეილ გრიქუროვმა, აბრაამ მარქარიანცმა, ანუშა მარქარიანცმა, ელენე მარქარიანცმა, ნაპოლეონ სარქისიანცმა, ვახტანგ სარქისიანცმა, ბუღდან ლუარსაბოვმა, ლიუბოვ შმულევიჩმა და კლაუდია დანშინამ – სასწავლებლის დირექციას სწავლის რუსულ ჯგუფში გაგრძელება სთხოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის საქმეების წარმართვა მათი საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა და მისი წინადადებით, ფოტოგრაფიის შენობა და ინვენტარი იჯარით უნდა გაეცათ. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ იჯარით გაცემის საჭიროება არ იყო, საზოგადოების საქმეების გაფართოება კარგი იქნებოდა და შტატიც გაიზრდებოდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36 კრება. აქედან, 30-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მღვდელი ბესარიონ ფირცხალავა სოფელ კეთილარის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებებს ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მასწავლებლისთვის გამგეობის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, საზოგადოებისთვის დაბრუნების პირობით, რადგან დროულად ვერ ღებულობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხის, გომარეთისა და ბათუმის სკოლების მასწავლებელთაგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისათვის. გამგეობამ დაადგინა, წლიური ანგარიშის შედგენისას ეს ცნობები მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.