საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 31 მაისიდან 6 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 807. 86 მანეთი, დაიხარჯა – 1088. 98.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს კონსტანტინე შენგელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სამიქაოში ბიბლიოთეკის გახსნა სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ბათუმის სასწავლებლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო დეპეშა მიიღო პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისგან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას პირველიდან 20 თებერვლამდე ნაღდი ფულით 695.5 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ტარას მომცემლიძის მიერ ლაბაურის წინაღმდეგ შედგენილი საჩივარი განსახილველად დავით კარიჭაშვილს გადაეცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის თხოვნა სესხის მიცემის შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის მოხსენება ქუთაისის მასწავლებელთა გაფიცვისა და ბათუმის სკოლის დროებით დახურვის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს სხდომის ჟურნალების დასაბეჭდად 4 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის სკოლას 48 მანეთი გადასცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ლავრენტ დავითის ძე აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დროებით ისევ თონეთის მასწავლებლად დაეტოვებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფ ტარას მომცელიძეს 86.66 მანეთი გადაუხადა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არგვეთიდან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს „ქართლის ცხოვრება“ გადასცა დასაბეჭდად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ტარას მომცემლიძის საჩივარი განიხილეს. იგი ზაქარია ლაბაურს უჩიოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკო ლომოურმა და დავით კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერეს, რომ თანახმა იყვნენ, გამგეობის მიერ დადებული ხელშეკრულების მიხედვით დაებეჭდათ მოთხრობები: „ყოველის მხრიდან“, „სოლომონ მორბელაძე“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, შიო ჩიტაძესა და ივანე მიხეილის ძე გომელაურს მიენდოთ ქართული სახალხო სკოლის ტიპის შემუშავება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 აგვისტოს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექციას 1917 წლის კურსდამთავრებულ ალექსანდრე გრიგოლიაზე სიმწიფის ატესტატის გაცემა სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 7 სექტემბერს ნატალია რაზმაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მისმა შვილმა შალვა რაზმაძემ (დაბად. 1904 წელს) ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში და მესამე კლასის მისაღებ გამოცდებზე დაშვება სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 11 სექტემბერს სევერიანე გაბუნიამ (დაბ. 1900 წელს) განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო განათლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზია უარს ეუბნებოდა მიღებაზე და შუამდგომლობა სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 16 სექტემბერს პავლე ცომაიამ განათლების სამინისტროს თავისი შვილის, ვლადიმერ ცომაიას პარალელურ განყოფილებაში გადაყვანა სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ერთ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ორ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა კი – შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიაჩნდა მისი დატოვება მე-8 გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილმა საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა შუამდგომლობა სთხოვა სამინისტროს, რათა საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან ოფიციალურად გაეთავისუფლებინათ.