რეგისტრირებული ფაქტები86988
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე ნინო მაჭავარიანმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 5.7 მანეთი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით ავალიშვილი და ნიკოლოზ ქანანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის მიერ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლავას თანამდებობაზე დამტკიცების 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების დედანთან სისწორე ი. ეპიტაშვილმა დაადასტურა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე იყო გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვუკ. ბერიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ ვასილ კარბელაშვილისთვის (კარბელოვისთვის) ეშუამდგომლათ მოსწავლეთა და ყრმათა დახმარების დაწესებულებასთან, რათა ამ დაწესებულებას მისთვის სწავლის საფასური გადაეხადა, რადგან სწავლის საფასურის გადახდა გამგეობის ვალდებულება არ იყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის პედაგოგების: ივლიანე გოგოლაშვილის, იასონ ნიკოლაიშვილისა და ლავრენტი აგლაძის მოხსენება მოსწავლე დარახველიძის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მაისის ბოლოს სენაკის სკოლაში რევიზიის ჩასატარებლად გაეგზავნათ საზოგადოების ორი წევრი.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი სტავროპოლში გარდაიცვალა.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გარდაიცვალა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინოვი (საგინაშვილი).
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვარი გარდაიცვალა.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი დავითის ძე ჯორჯაძე გარდაიცვალა.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების ნამდვილი წევრი, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჯაბადარი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოიწონეს ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელი და სთხოვეს მას საზოგადოებისთვის გადაეცა ავეჯის მოდელის ღირებულებისა და გამოგზავნის ხარჯების ანგარიში, რათა ხარჯი აენაზღაურებინათ მისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვერ გააგზავნიდა სტიპენდიატებს, რაც სემინარიის დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მასწავლებლის პასუხი სკოლის მდგომარეობის შესახებ. მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლას ჰქონდა პანსიონი, სადაც ათი პანსიონერი სწავლობდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისის სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 250 კვადრატული საჟენი იყო, ვერ განხორციელდა საზოგადოების მუზეუმთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც განსვენებულმა დავით სარაჯიშვილმა თავის არქიტექტორს ბერლინში შეადგენინა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თუ სამუზეუმო კომისია ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარე ადგილს საზოგადოების მუზეუმისთვის შეიძენდა, საჭირო იყო მოსაზღვრე ვაჭრის მიწის სახლიანად შეძენაც, რომელსაც ის 40 000 მანეთად აფასებდა. მიწის სიძვირისა და სიმცირის გამო სამუზეუმო კომისიამ ამ გეგმაზე უარი თქვა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა, ვახტანგ მუსხელაშვილმა და სიმონ კლდიაშვილმა გააკეთეს მოხსენება ე. წ., ფიქრის გორის პატრონ ი. ზ. სვანიშვილთან მოლაპარაკების შესახებ. მოხსენების მიხედვით, სვანიშვილის მიწა, ფიქრის გორა, რომელიც გადაჰყურებდა ოლგას ქუჩასა და მდინარე ვერეს, იყო 4 666 კვადრატული საჟენი, აქედან 2 000 საჟენი – სწორი ადგილი, დანარჩენი – ფერდობი. მიწა ბანკში იყო დაგირავებული და 24 000 მანეთი ვალი ჰქონდა. მანამდე ეს მიწა ეკუთვნოდა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილს, რომელმაც ის 75 000 მანეთად გაყიდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი. სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები – ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სამუზეუმო კომისიის წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ კლდიაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მუზეუმისთვის ადგილის შეძენის საკითხი განიხილეს.

