რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჩაბელს წიგნებზე მუშაობისთვის 5.36 მანეთი გადაუხადა.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების შემოწირულობებს – წიგნებს, ხელნაწერებს, ძველ ფულს, სურათებსა და არქეოლოგიურ ნივთებს – იღებს მდივანი. მან ყველა შემოწირულობის შესახებ გამგეობას უნდა აუწყოს.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზია და წიგნების საწყობი აბარია მდივანს. ის არის მაღაზიაზე პასუხისმგებელი როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის წინაშე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველიდან ოცდაათ იანვრამდე საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3715.79 მანეთი, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლაზარე მაისურაძეს 32 მანეთი გადაუხადა.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის დასახარჯ ფულს მდივანი იღებს ხაზინადრისგან გასავლის ორდერით, რომელიც ხელმოწერილია თავმჯდომარისა და მის მიერ.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში შესული ფული უნდა მიიღოს მდივანმა და ხაზინდარს ჩააბაროს თავისი და თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, პირველიდან ოცდაათ იანვრამდე ბიუჯეტში შევიდა 1294.87 მანეთი, დაიხარჯა 748.15 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დაამტკიცეს.