რეგისტრირებული ფაქტები89005
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას წიგნების შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა. გამგეობამ ვ. კარბელაშვილის წიგნების სიის გადამოწმება და საფასურის თაობაზე მასთან მოლაპარაკება დაავალა დავით კარიჭაშვილს და სერგი გორგაძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ სანამ ილიას ძეგლის გარშემო რკინის მოაჯირს გააკეთებდნენ აუცილებელი იყო ამ ადგილის ხის ფიცრებით შემოტიხვრა, რისთვისაც მისი დაანგარიშებით საჭირო იყო 7 თუმანი. გამგეობამ ხარჯის გადამოწმება და შემდეგ საჭირო თანხის გაცემა დაავალა ალექსანდრე მდივანს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სტიპენდიების გაგზავნის შესახებ. ცნობის მიხედვით, ძმებმა ლევან და პეტრე ზუბალაშვილებმა გამოუგზავნეს გამგეობას 1000 მანეთი, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი წერილობითი ცნობა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ფულს. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს რამდენიმე პირის განცხადება თამარ მეფის 700 წლის იუბილის გამართვის შესახებ, ასევე ამავე საკითხზე წარმოადგინეს გ. ახალციხელის „ღია წერილი გამგეობისადმი“. გამგეობამ განცხადების ავტორებს აცნობა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა გაემართა თამარ მეფის 700 წლის იუბილე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1-ლი სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 1912 წლის 20 მაისს გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაში (სააკაძის გასამართლება) 175 მანეთისა და 84 კაპიკის შემოსავალი მიიღო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამართა ქართული საღამო, საიდანაც 2327 მანეთის შემოსავალი მიიღო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 16 ივნისს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.

