რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 ივნისს იასონ ნიკოლოზის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს დეკანოზი პეტრე ყონჩუაშვილი (ყონჩუევი) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სამსონ ლევანის ძე შარვაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1913 წელს იაკობ გოგებაშვილის 3500 წიგნი გაიყიდა. ამ წიგნებიდან საზოგადოებამ 11332. 54 მანეთის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 21-დან 26 ნოემბრამდე საზოგადოებას 16164 მანეთი და 70 კაპიკი ჰქონდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრებმა, სვიმონ ბესარიონის ძე კვიტაშვილმა და ლადო ანტონის ძე ახობაძემ, საზოგადოების მთავარ გამგეობას ვოლგა-კამის კომერციული ბანკით 832 მანეთი და 56 კაპიკი გაუგზავნეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები იყვნენ: ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი, მიხეილ ლუკას ძე ავალიანი, ვასილ ივანეს ძე ახვლედიანი, არტემ მიხეილის ძე ახობაძე, ლადო ანტონის ძე ახობაძე, ალექსი ივანეს ძე ალხაზიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დელეგატთა კრებაზე დასასწრებად საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვიდან მიღებული 500 მანეთი გადასცეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველი იანვრისთვის გამოცხადებული იყო გრიგოლ ლევანის ძე დადიანის – 400 მანეთის და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის 296 მანეთის ოდენობის პრემიები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის განცხადება ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის შესახებ.

