რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ტყავის პორტფელი, რომელშიც ინახებოდა მისი სხვადასხვა პირებთან მიმოწერა. ასევე, ქაღალდის პორტფელი თხზულებითურთ მეხუთე ტომისთვის მომზადებული მასალებით.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ქაღალდის პორტფელი, რომელშიც იდო საათი, ზოგიერთი მისი ხელნაწერი, ორი საფულე – ერთ-ერთში იყო ქართული თეთრი ფული, ფანქრები, კალმები, კალმის ყუთი, კალმის დანა და პატარა მაკრატელი. ყველა ეს ნივთი შესანახად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს დიმიტრი ნონიკაშვილმა შეაკეთა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კარადები, გამოცვალა კარადის გასაღები, შეღება კიბე, რისთვისაც მიიღო ოცი მანეთი და ერთი აბაზი. თანხის მიღება მის ნაცვლად ხელმოწერით დაადასტურა ალექსანდრე სარიბეგაშვილმა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელი ადგილიდან 50 საჟენი მიწა გამოუყონ სახლის ასაგებად, რომელსაც საკუთარი ხარჯით ააშენებს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი საზოგადოების საკუთრებად დარჩება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 აგვისტოს სოფ. კახის ქრისტიანთა საზოგადოების საერთო კრებამ განიხილა ვასილ ტარტარაშვილის თხოვნა, დახმარებოდნენ შვილის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფე გიორგი ტარტარაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოპოვებაში, რადგან თვითონ ვასილს ავადმყოფობის გამო აღარ შესწევდა საამისო ძალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მოსწავლეების რიცხვი კი არ იკლებდა პირიქით, საგრძნობლად იმატებდა. მან მაგალითად მოიყვანა ატენის სკოლა, სადაც მოსწავლეთა რიცხვი 47-დან 78-მდე იყო გაზრდილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სამუზეუმო კომისიის კრებამ გადაწყვიტა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე შეეძინა, რომელსაც ფიქრის გორა ეწოდებოდა. ხელს აწერენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, 20 აგვისტოდან საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად დანიშნულიყო ალექსანდრე მიქაბერიძე და მიეცათ ხელფასი თვეში 75 მან. და 15 % წიგნის მაღაზიის მოგებიდან იმ პირობით, რომ სხვა თანამდებობას არ დაიკავებდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

