საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოვნებათა სექციამ პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგისა და შვიდი მნათობის გამოსახულება არჩეულიყო, რადგან ის ისტორიულად და ტრადიციულად ქართველი ხალხის არსებობასთან იყო დაკავშირებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა სამინისტროს მოძრაობის განყოფილების უფროსის, გ. ა. აბელოვის განკარგულებით, ბათუმში მოსული 100 000 ფუთი (მასის ერთეული უდრის 16,38 კგ.) სხვადასხვა ხარისხის ქაღალდიდან ყოველდღე 10 ვაგონი იტვირთებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორის, ბესარიონ ალექსისი ძე ჭიჭინაძის ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკების თანახმად, ინგლისს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად 40 000 ფუთი კანადური ფქვილი უნდა მიეცა, ყუთი 160 მანეთად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ნ. ს. სმიტი საქართველოს მთავრობასთან ფინანსურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოელ სტეფანეს ძე სმიტი ინგლისის ბანკის მმართველი იყო ბათუმში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგე, ექიმი გიორგი ელიავა ქალაქთა კავშირმა 6 თვით პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, გაგზავნა სამუშაოდ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ოქტომბერში, დილის 9 საათზე, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სასახლის ნომრებთან“ უცნობმა პირმა რევოლვერით მოკლა აზერბაიჯანელი ინჟინერი გასუმბეკოვი. მას თან ჰქონდა თანხა, რომლისთვისაც მკვლელს ხელი არ უხლია. როგორც ირკვევა, მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბრის დამლევს გაიმართა საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობა. ყრილობის მეორე დღეს მოხსენებებით გამოვიდნენ რაიონების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ სოციალური პირობები მძიმე იყო, რკინიგზელებს არ ჰქონდათ ბინები, არ იყო მოგვარებული სანიტარული საკითხი და სხვ. მათ განაცხადეს, ამ ყველაფერს იმიტომ იტანდნენ, რომ ქვეყნის მმართველი და გამგე იყო ნოე ჟორდანიას მთავრობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვალერიან გუნიას ქართულ დასში მონაწილეობდნენ: ქ. აბაშიძე, ტ. დათიაშვილი, ნ. ლეჟავა, ოლ. გორდელი, ივერიელი, ნატალია ჯავახიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვალერიან გუნია ქართულ თეატრალურ დასს ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გააუქმა მის მიერ 14 ივნისს გამოცემული სავალდებულო დადგენილება თბილისში არსებული ქაღალდის მთელი რაოდენობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე აღების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოქტომბერში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ ქუთაისის სოციალ-დემოკრატთა კლუბში წაიკითხა ლექცია თემაზე: „რუსეთისა და უკრაინის მდგომარეობა“.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ოქტომბერში საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ლორთქიფანიძე. მოადგილეებად – ვ. სიხარულიძე და ილარიონ გიორგაძე. მდივნებად – ს. თავაძე და არჩილ რუხაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რკინიგზის ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარემ ერ. დიდიძემ რკინიგზელთა მძიმე სამუშაო პირობებზე ისაუბრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ერ. დიდიძე რკინიგზის ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი ამილახვრის კუთვნილი ჯვრის შესაძენად, რომლისთვისაც იგი მილიონ მანეთს ითხოვდა, 900 000 მანეთი გადაიდო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დააპატიმრეს სერბეთის კონსულის გაძარცვაში ეჭვმიტანილები არსენ გუნია და კალიტრატე ქორიძე. მიმდინარეობდა გამოძიება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 სექტემბერს, 7 საათზე, მალთაყვის ხიდთან ბოროტმოქმედებმა ფოთიდან სუფსაში ეტლით მიმავალი საბა ველევიჩი გაძარცვეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს საბა სტეფანის ძე ველევიჩი სერბეთის კონსული იყო ბათუმში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისში „მომავალმა“ კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკის ალგებრულ ამოცანათა კრებული გამოსცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განსვენებული საზოგადო მოღვაწის ივანე კერესელიძის ღრმად მოხუცებულმა (85 წ.) მეუღლემ ნინო უზნაძემ მთავრობას თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ აცნობა და დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.