რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კონსტანტინე და ნიკოლოზ ტურიაშვილები საინგილოში სკოლის დასაარსებლად საზოგადოებას ყოველწლიურად 100 მანეთს სწირავდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 719. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ს. კუხალაშვილმა ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთი ასესხა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 12-დან 18 დეკემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1114. 07 მანეთი და დაიხარჯა – 1163. 40.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს სიმონ მჭედლიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს არისტოფანე რამინაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 522. 86 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 346. 86 და შენახული თანხა – 6002. 92.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ნიკოლოზ ღოღობერიძე 1881 წლიდან ყოველწლიურად იხდიდა საწევროს 20 მანეთს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა მეფისნაცვლის კანცელარიაში დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ. ამ წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ჯუმათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკას 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მარტს თბილისის გუბერნიის საზოგადოებათა საქმეების სამმართველოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) წესდების შეცვლის თაობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომაზე ილია ჭავჭავაძის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომაზე ილია ჭავჭავაძის მეორე მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 13-დან 21 ნოემბრამდე საზოგადოებას 16953.42 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფული 5422.31 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

