რეგისტრირებული ფაქტები81285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 21 სექტემბერს ზუგდიდში წაიყვანეს სოფელ ხიბულის მცხოვრები ისაკ კიტია, რომელიც აჯანყებულებს იარაღს აძლევდა. იგი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 სექტემბერს სოფელ კორცხელში ხალხმა მოკლა ცნობილი ყაჩაღი შამუგია, რომელიც არჩილ საყვარელიძის მოკვლაში მონაწილეობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ გოგოლის კომედიაში „რევიზორი“ მიხაილოვსკიმ მხატვრულად შეასრულა გორედნიჩის როლი, ასევე კარგად ითამაშა პერსიონმა და ტუგანოვმა. რაც შეეხება ნეიროვს, მან ზემლიანკას როლი ვერ შეასრულა ჯეროვნად. ქალბატონი ნიროვი კი მრავალ ადგილას აშარჟებდა როლს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს თბილისში უნდა გამოსულიყო საქართველოს მუშათა და პროფკავშირთა ცენტრალური საბჭოს ორგანო, ყოველკვირეული ჟურნალი „მუშათა ცხოვრება“, რომლის სარედაქციო კოლეგიის მდივანი შალვა აბდუშელიშვილი იქნებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სომხეთის კონსულს სადგურიდან ნივთების გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მან. ღირებულების ნივთებით სავსე ჩემოდანი. ეჭვმიტანილები, ბარგის გადამზიდავები – ი. სიხარულიძე და მეტრეველი დააკავეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1919 წლის 3 ივნისის სხდომაზე ივანე ჭავჭანიძისა და ქრისტინე შარაშიძის მოხსენებით მიიღეს კანონპროექტი სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვის 5-წლეულ დამატებათა დაწესების შესახებ. თითოეული დამატება – 400 მან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება მხატვრობის საღამო. დავით კაკაბაძე წაიკითხავს მოხსენებას „თანამედროვე მხატვრობის გზები“. გრიგოლ რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი და საველ სორინი ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე, იუწყება „ერთობა“.
1860
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ცხოვრობდა.
1956
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1956 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ შვილს მისწერა, რომ ნანობდა, 1952-53 წლებში მაღალაშვილს რომ ენდო, ბონში მუშაობა მიატოვა და მიუნხენში საექსპორტო ფირმაში გადავიდა. მან გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, ჟურნალისტურ საქმიანობას დაბრუნებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც ჩეჩნეთში უზუნ-ჰაჯის მეთაურობით მიმდინარეობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისმა სამ (არაბულ, თურქულ და რუსულ) ენაზე გაავრცელა მოწოდება ყველა მთიელისადმი. გაზეთის რუსულ ტექსტში ნათქვამია, რომ თბილისში ჩატარებულმა მთიელ მოღვაწეთა ყრილობამ (1919 წლის 27 აგვისტო-3 სექტემბერი) დაადგინა კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის შექმნა (თავმჯდომარე – აჰმედ ცალიგოვი), რომელსაც უნდა წარემართა მთიელთა პოლიტიკური ცხოვრება, მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინა ყველა თვითგამორკვეულ რესპუბლიკასთან, პირველ ყოვლისა – საქართველოსა და აზერბაიჯანთან.