საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81273

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის წერილი „7 წელიწადი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ სტუდენთა პარტიული კომიტეტი აქვეყნებს განცხადებას, რომ ორშაბათობით და სამშაბათობით სახელმწიფო უნივერსიტეტის დაბრაზში წარმოებს სოც. ფედერ. სტუდენტთა კავშირის წევრთა რეგისტრაცია ამხანაგებთან: შალვა მოსიძესთან, გოგუცა ჯანელიძესთან და ნინო დგებუაძესთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

მუშათა გაზეთი „სოც.-ფედერალისტთა“ ხელმძღვანელ კომისიის წევრებს: გ. მაღლაკელიძე, ნ. უსტიაშვილი, და ევ. კევლიშვილს სთხოვს, 1918 წლის 7 დეკმბერს, საღამოს 6 საათზე დაესწრონ კრებას გაზეთის ტეხნიკური ანგარიშების გამოსარკვევად. ასევე ვ. დუშურაშვილს სთხოვენ შემოიაროს ამ კრებაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშა ატყობინებს გამიდ ბეის, აკაკი ჩხენკელის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ დატოვებს დატყვევებულ ოფიცრებს ბათუმში, ჯარისკაცებს კი გაგზავნის ტრაპიზონში, რათა ხელშეკრულების დადების შემდეგ დააბრუნოს უკან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ ჰკითხა ვეჰიბ-ფაშას, შეიძლებოდა თუ არა დეპეშა ოფიციალურ დოკუმენტად ყოფილიყო აღიარებული? რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუკი დეპეშას მოჰყვება წერილობითი დოკუმენტიც, იგი ოფიციალურ საბუთად ჩაითვლება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშამ გამიდ-ბეისადმი მიწერილ ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარ არის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადო კრება, სადაც მოხსენებით გამოვიდა კ. აფხაზი საქართველოს პარლამენტი და მისი მოქმედება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში საომარი მოქმედებების გაგრძელების მიზეზად მოლაპარაკების ჩაშლას მიიჩნევს. იგი ატყობინებს, რომ ფოთზე მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მიიღებს დადებით პასუხს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს სახალხო სახლში, საღამოს 7 საათზე წარმოდგენილი იქნება ა. ყაზბეგის "არსენა".

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 დეკემბერს, სასახლის წინ, სახალხო გვარდიის დღეს გაიმართება სახალხო კონცერტი, თბილისის შეერთებული ორკესტრებისა კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზში პოლიტიკურ კომისიას აცნობა, რომ საქართველოში მთავრობა განახლდა. თავმჯდომარედ დაინიშნა ფილიპე მახარაძე, ფინანსთა და გარეშე კომისარი გახდა ალექსანდრე სვანიძე, სახალხო კომისარი – ბესარიონ კვირკველია, იუსტიციის მმართველი – სერგო ქავთარაძე, სამხედრო და საზღვაო კომისარი – შალვა ელიავა, სასურსათო კომისარი – მიხეილ ოკუჯავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა მისწერა პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა, რომ, ს. ხუნდაძის, გიორგი გვაზავას და დ. ქებაძის ცნობით, საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა საშინელია, გახშირდა თვითმკვლელობები, კრიზისია ნავთსა და ზეთზე. სურსათი ძალიან გაძვირდა. ს. ხუნდაძის გადმოცემით, 440 ჯარისკაცს თავი მენშევიკად გამოუცხადებია. კვლავ იჭერენ მენშევიკებს. დააკავეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, ვლ. ჯიბლაძე, კ. ჭუმბურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: საომარი მოქმედებების გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, რის გამოც განწირულია საშიმშილოდ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივნისს ნოე ხომერიკმა წერილი მისწერა,პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა,რომ ისიდორე სტურუას გადმოცემით მენშევიკებს სასტიკად სდევნიან,თედო ღლონტს დაუკარგავს თავისი ზეგავლენა ბოლშევიკურ ჯგუფებზე,ასევე არც ლასხიშვილის ჯგუფი ეწევა აქტიურ ანტიბოლშევიკურ მუშაობას.ლეო შენგელია გამოსულა ლაზიური რევოლუციით,რის შემდეგაც დაკარგა ბოლშევიკებისა და საკუთარი მომხრეების მხარდაჭრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის ჯარები არ დაარღვევენ საზღვრებს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას. თურქეთისაგანაც მოითხოვს იგივეს, რათა განმტკიცდეს აზრი, რომ ოტომანთა ხელისუფლების პოლიტიკაში არ არის აგრესიული სურვილები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მიიღოს ზომები ოზურგეთის ოლქში თურქული ჯარების ძველი პოზიციებისკენ უკან დასახევად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ქალაქ ყარსისა და ოლქის ევაკუაციის შენელების საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული პანიკა და არეულობა.