რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრებად აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ანასტასია ხერხეულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 8. 27 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს იორამ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 6 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის თხოვნა ყველა პროტოკოლის დედნის გაგზავნის შესახებ. ყიფიანს აინტერესებდა, რა სახით გაეგზავნა გამგეობისთვის პროტოკოლები.
1890
ტიპი: ღონისძიება
მარიამ წერეთლისასა და ელენე ლორთქიფანიძისას მიერ მოწყობილი საქველმოქმედო მეჯლისებიდან შეგროვდა 660 მანეთი, რომელიც 1890 წლის შემოდგომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილი ტანსაცმლის შეკერვას უნდა მოხმარებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური რჩევის 7 პროტოკოლის დედანი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 1. 36 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ვარვარა ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 6 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-1891 სასწავლო წელს მასწავლებელი სილოვან ხუნდაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაიყვანეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს მარიამ წერეთლისამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად საქველმოქმედო მეჯლისი მოაწყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს სკოლის საქმეები (1879 წლიდან 1885-ის ჩათვლით) გაუგზავნა და სთხოვა, როცა ეს დოკუმენტაცია აღარ დასჭირდებოდა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძემ საქველმოქმედო მეჯლისი გამართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად.

