საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81261

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ დაკარგული იყო ჯარისკაცი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც ომის დროს კავკასიის ფრონტზე მსახურობდა. 1917 წლის მარტიდან მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი მოსახლეობას სთხოვდნენ თუ რამე იცოდნენ მათი შვილის შესახებ ს. ჩხირაულის სამმართველოში სპირიდონ სვიმონის ძე ცუცქირიძესთვის მიეწერათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას, ატყობინებს, რომ 1-ელ მაისს საქართველოში გაიმართა მენშევიკების მიტინგი. ბოლშევიკებმა ვერ მოითმინეს და მიტინგზე ყველა მენშევიკი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ ჯიბლაძე და ვლასა მგელაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი ატყობინებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ საქართველოშო ბრძოლა წითელარმიელებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის დამთავრდა ქართველების გამარჯვებით, რადგან მათ ლენინმა დაუჭირა მხარი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი მეცხრე წერილს წერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და იტყობინება, რომ ტანეევის ცოლი თინ. ჯორჯაძე იმყოფებოდა თბილისში, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიქმენა ორი დაპირისპირებული მხარე, ერთი მხრივ წითელი არმია და მეორე მხრივ საქ. დამოუკიდებლობის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგას სერგო ქავთარაძე და მამია სახელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ საშუალებით დავით გვილავა გვაუწყებს, რომ სოც-რევოლუციონერთა გაზეთ „შრომაში“ მისი წინანდელი ფსევდონიმით „შუბი“ ხელმოწერილი წერილები მას არ ეკუთვნის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას და ატყობინებს, რომ საქართველოში ბოლშევიკებმა დაიწყეს მენშევიკების დევნა, აღარ ფუნქციონირებს საწარმოები, რომ დაჭრილები ვაგონებით გადაჰყავთ რუსეთში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 12 მაისს დუშეთის მაზრაში დაპატიმრებული მასწავლებელი აარონ მიხეილის ძე დონდოლაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულების თანახმად უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. 25 ივნისიდან ის პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ვ. ჩიტაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გ. ყიფშიძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ა. ღოღობერიძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ილია ქურდიანმა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გ. ფიცხელაურმა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს დ. სპარსიაშვილმა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ვ. ნაჭყებიამ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ფურცელაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ი. წინამძღვრიშვილმა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მ. ცინცაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს კლ. ხუხუნმა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 ოქტომბერს რკინიგზის საავადმყოფოს ფერშალი პეტრე მელუა გარდაიცვალა. მისი გამოსვენება თავისი ბინიდან, გლდანის ქუჩიდან, იყო დაგეგმილი. ის კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნინო მელქისედეკის ასული მიქელაძე გარდაიცვალა. პანაშვიდი დანიშნული იყო 9 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ლერმონტოვის ქ. N 19-ში.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 21 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი თარგმანი სხირტლაძეს გადასცა და დაჰპირდა, რომ ჰონორარს შეუნახავდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა შალვა მაღლაკელიძე მთავრობის სახელით პარიზში მიიწვია. შალვა მაღლაკელიძეს საკონსულოში ვიზის მიღებას დაჰპირდნენ.