საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72138

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სრულიად რუსეთის აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ კალინინი, სახელმწიფო კომისიის საბჭოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ლენინი, ცკ-ის მდივნად – აბელ ენუქიძე. ა. კ. პრეზიდიუმის წევრებად: იოსებ სტალინი, ლევ კამენევი, გრიგორი პეტროვსკი, პეტრე სმედოვიჩი, პეტრე ზალუცკი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 7 მაისს ერმილე ბედიას თავმჯდომარეობით გამართულ თათბირს,რომელიც ჩატარდა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებაში და შეეხებოდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში სამედიცინო განათლების მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების საკითხებს, ესწრებოდნენ: ივანე ფრანგულიანი, შავერდოვი, გიორგი ვაწაძე, ოვანესიანი, ჰუსეინოვი, შამშე ლეჟავა, შუშანია, მამალაძე.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ვასილ უჩანეიშვილი დაინიშნა საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად. 

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, პარმენ ლუარსაბის ძე წულუკიძე საქართველოს სსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრად დაინიშნა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, პ. ლ. წულუკიძე, სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო, გათავისუფლდა საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოსთან არსებული კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის მოვალეობისგან.

1934

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი საქაქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად დაინიშნა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საქართველოს სსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის მოვალეობისგან გათავისუფლდა.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 24 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლომ გაასამართლა შემნახველი სალაროს მუშაკები: ალექსანდრე გეგენავა, გიორგი ჩიქოვანი და ილია გოგიტაური. ისინი ობლიგაციებს უკანონოდ ახურდავებდნენ. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

1934

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ა. ს. თათარიშვილი დაინიშნა საქართველოს განათლების სახალხო კომისრად.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ა. ს. თათარიშვილი, სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო გათავისუფლდა ფინანსთა სახალხო კომისრის მოვალეობისგან.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ე. ა. ბედია, სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო გათავისუფლდა განათლების სახალხო კომისრის მოვალეობისგან.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 20 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში წუნდებული პროდუქციის გამოშვების გამო საგამომძიებლო ორგანოებმა ბრალი დასდეს ტექნიკურ ხელმძღვანელობას. საქმე განიხილა ტფილისის გაერთიანებულმა სახალხო სასამართლომ.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, იუსტიციის სახალხო კომისრად და რესპუბლიკის მთავარ პროკურორად დაინიშნა კანდიდ გობეჯიშვილი. იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილედ – მიხეილ ძიძიგური.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ა. დოლიძე, სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო გათავისუფლდა იუსტიციის სახალხო კომისრისა და რესპუბლიკის პროკურორის მოვალეობისგან.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საკავშირო კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, იაკოვლევი დაინიშნა ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს სსრკ-ის ცკ-ის პრეზიდიუმმა დაადგინა, მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოვალეობისგან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაეთავისუფლებინა იაკოვლევი. მის ადგილზე დაინიშნა ჩერნოვი, პირველ მოადგილედ – მურალოვი, მეორე მოადგილედ – ცილკო, მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში – ლევინი.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 11 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, დააპატიმრეს პირები, რომლებიც ლოთობდნენ და დებოშს ტეხდნენ ქ. მოსკოვის ,,ნოვომოსკოვისა” და სხვა სასტუმროებში. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მათ გადაასახლებენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე. დანარჩენი მოქალაქეები, რომლებიც ამხილეს სისხლის სამართლის დანაშაულში, დააპატიმრეს და მისცეს სამართალში.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის აპრილში ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა მასებმა განაჩენი მოიწონეს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.

1934

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ჯატიევი 1934 წელს სამხრეთ ოსეთის ცკ-ის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

ზაქარია ლორთქიფანიძე 1934 წელს იყო აჭარის ცკ-ის თავმჯდომარე.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ნესტორ ლაკობა აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ თენგიზ ჟღენტი, ფილიპე მახარაძე და გერმანე მგალობლიშვილი.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს დიომიდე ქუჩულორია მომარაგების სახალხო კომისარი იყო.