რეგისტრირებული ფაქტები89453
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის თებერვლის ხელფასის ანგარიშში 1. 42 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნათ მის მიერ სკოლისთვის მოთხოვნილი 17 მანეთისა და 65 კაპიკის ღირებულების წიგნები და აგრეთვე საკლასო ნივთები. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუკა რაზიკაშვილმა, რომ კიდევ 3 თუმანი მიეცათ იმ ნაწერების ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას დაუთმო. თუმცა გამგეობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული ჩანაწერების საფასური 85 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდათ მწერლისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე საზოგადოებას 17010.73 მანეთი ჰქონდა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს სვიმონ ფრიდონის ძე ფერაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის ნებართვა გასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ელიავას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით შეატყობინა, რომ კრება 1902 წლის მარტში გაიმართებოდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ვალენტინ დიმიტრის ძე ჩინჩალაძე, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი და ვასილ გრიგოლის ძე ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ლუარსაბ გერასიმეს ძე ნადირაძე, ალექსანდრე ყარამანის ძე კვიტაშვილი და დიმიტრი თომას ძე ხოშტარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს გაბრიელ ადამის ძე ადამაშვილი, ანა ივანეს ასული ზედგინიძე და ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 18 თებერვალს გიორგი პაქსაშვილი, პოლიქრონიონ ტოლმირიდი, იაგორ ივანეს ძე ქიმერიძე და მიხეილ დიმიტრის ძე ქიმერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლისას თხოვნა ეგნატე ნინოშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად შეკრებილი თანხის ნაშთის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების 1912 წლის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ საზოგადოებას 600 მანეთის ღირებულების 690 ქართული და რუსული წიგნი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ წმინდა ნინოს უბნის სამკითხველოს 200 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 5479.63 მანეთი ჰქონდა.

