რეგისტრირებული ფაქტები87012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, მიხეილ ფარნავაზის ძე ჟორდანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ცაიშში, ურთას მთაზე ნაპოვნი ლითონის ნაჯახი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ანდრია პარტაიამ მუზეუმისთვის გადასცა ზუგდიდში ნაპოვნი ქვის ნაჯახი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, მიხეილ ორჯონიკიძემ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ქართლში შეძენილი ხის საპირისწამლე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბიბლიოთეკის დასაზღვევად 47.70 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ივლისის ჯამაგირი 17.95 მანეთი გადაუხადა.
1891
ტიპი: მფლობელობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო ნივთების დავთარში აღრიცხული იყო ერეკლე მეფის ნაქონი ხელადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 108.16 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლის მასწავლებელს სექტემბრის ჯამაგირი 35 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს 9.20 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძის თხოვნა ავანსად ორასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მას ასი მანეთი გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თიხის ქოთანი.
1891
ტიპი: მფლობელობა
1891-1893 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების სამუზეუმო ნივთების დავთარში აღრიცხული იყო იულონ ბატონიშვილის სურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ბადრიძეს წიგნის ყდების სანაცვლოდ 51.10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 900 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობამ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 30 მანეთი გადასცა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს – 50, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას – 30 და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს – 5 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ექვთიმე ხელაძეს ივანე კრილოვის არაკების დასაბეჭდად 36.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წინარეხის სკოლის მასწავლებელს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ჯამაგირი 18. 34 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დიმიტრი ერმაკოვს ილია ჭავჭავაძის ძეგლის სურათისთვის 6 მანეთი გადაუხადეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა 300 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვმა ყდაში ჩასვა წიგნები – „ბუნების კარი“ და „დედა ენა“.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ალექსანდრე ხახანაშვილისთვის ეთხოვათ მოსკოვის საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებთან შუამდგომლობა, რათა მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის თავიანთი გამოცემები უსასყიდლოდ გადაეცათ.

