საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81245

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მარტს (3 აპრილს) მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა, თავისი თხოვნის თანახმად, 1920 წლის 28 თებერვლიდან მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობათა საბჭოს მიმართვა მიწათმოქმედების მინისტრისადმი. მიმართვაში მას უხსნიდნენ ქვეყნისთვის მევენახეობის მნიშვნელობას, საბჭოს მისიას და გეგმებს. მათ მინისტრს მთავრობასთან საბჭოს ფინანსურად დახმარების შუამდგომლობა სთხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით, მარიამ ბახუტაშვილი აუწყებს ნათესავებსა და მეგობრებს, რომ მისი მეუღლის, გიორგი ბახუტაშვილის პანაშვიდდ გადაიხდიან 8 დეკემბერს კალოუბნის ეკლესიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ აპრილს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ცნობა გიმნაზიის ისტორიის ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე აუწყა, რომ იგი გიმნაზიაში 1-ლი მარტიდან აღარ მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 13 თებერვალს ევგენი გეგეჭკორი ვარშავიდან მთავრობას სწერს, რომ მათმა დელეგატებმა თავიანთ უფლებებს გადააცილეს და დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ რასულსა და ვექილოვს ამან მხოლოდ გემო გაუღვიძა, ესეც ფრიად საკმარისია მათი სულიერი განწყობითვის.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 17 აპრილს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა ნინო ქიქოძეს და სთხოვა, ქრისტინე შარაშიძისთვის გადაეცა, რომ მისთვის გაეგზავნა ზურაბ ავალიშვილის წიგნი ქართული ენის შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ დაოჯახების შემდეგ პარიზში იცხოვრებდა და რომ საცოლის, ელენე ტუსენის მამა ჯერ ნანახი არ ჰყავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 (22, 23) მარტს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ 18 აგვისტოს ის და ელენე ტუსენი დაქორწინდებოდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით მშობლები მარუსა და პეტრე ზედგინიძეები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ უდროოდ გარდაიცვალა მათი გოგონა ნუნუშა. დაკრძალვა გაიმართებოდა 8 დეკემბერს სოფელ ძეგვში.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით, დარო და მათე იანქოშვილები ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ 1918 წლის 8 დეკემბერს ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ მათი სიძის, ვახტანგ გულისაშვილის პანაშვიდს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 69 ბრძანებით, პეტრე ჩერქეზიშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რომში გაზეთ „ტრიბუნის“ თანამშრომელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკის ხელმძღვანელებთან და ერთა ლიგასთან მოლაპარაკების გამართვა საქართველოს „დე იურედ“ ცნობის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N68 ბრძანებით, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი პავლე ქარუმიძე ამავე სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მამა გაბრიელ დავითის ძე ახმეტაშვილი აუწყებს ნათესავებს და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, 12 საათზე გადაიხდიან ანასტასია ახმეტელაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პარასკევა და იოსებ ბოძაშვილები ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებენ, რომ 12 დეკემბერს ქ. თელავში თამრო ბოძაშვილის პანაშვიდს გადაიხდიან.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ მარიამ ვლადიმერის ას. გედევანიშვილისამ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციას 1920 წლის 16 აგვისტოს მანგლისში ამავე სექციის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე შემოსული 4 225 მან. გადასცა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ნაოღალევის რაიონის გამომძიებელი ს. მესხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით დარო და მათე იანქოშვილები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ 27 ნოემბერს სოფელ გიორგიწმინდაში გარდაიცვალა მათი სიძე ვახტანგ გულისაშვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: კ. აბულაძის, ლაბაძის, ნ. ლეკვაშვილის, შ. მიქელაძის, ი. ჟორდანიას, შ. ნიჟარაძის, ა. ხელიძის, ღლონტის, უხოვის, შერვაშიძის შესახებ ცნობები მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, მიხეილ ზარგარიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსად სოფო ჩიჯავაძე დაინიშნა.