საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებულ მიხეილ ანჩაბაძეს ჰყავდა მამა, თამშუკ ანჩაბაძე – 60 წლის, მიწათმოქმედი; და, ვერა – ანჩაბაძე, 13 წლის.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ ანჩაბაძემ თანამშრომლობის სანაცვლოდ შეწყალება მოითხოვა. განაცხადა, რომ შეეძლო ეჩვენებინა ადგილები, სადაც ჩოლოყაშვილის ბანდის წევრები იმალებოდნენ და ეთქვა თელავში მისი აგენტების სახელები, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა თავად ჩოლოყაშვილისთვისაც მიეგნოთ.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 24 აპრილს დაკავებული მიხეილ ანჩაბაძის ჩვენების მიხედვით, მან და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მიხეილ ანჩაბაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა და მასთან ერთად იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. მისი ჩვენების მიხედვით, პირველივე დღიდან დაიწყეს ხალხის ხოცვა, ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს, შემდეგ დღეებშიც თავს ესხმოდნენ და ხვრეტდნენ ჩეკისტებს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ ანჩაბაძემ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და სოხუმში დაბრუნდა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს მიხეილ ანჩაბაძე ირიცხებოდა მე-2 ესკადრონის პირველ ქართულ პოლკში, რომელშიც ასევე მსახურობდა ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 24 აპრილს გუდაუთაში დაპატიმრებულ მიხეილ ანჩაბაძეს ბრალი დასდეს ბანდიტიზმში, კერძოდ, ყაჩაღურ თავდასხმებში თელავის ვაგზალზე „ჩოლოყაევის ბანდის წევრებთან ერთად“.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 24 აპრილის ღამეს მიხეილ ანჩაბაძე დააკავეს გუდაუთაში და თბილისის ჩეკაში გაგზავნეს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 24 აპრილს დაკავებული მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძე ცხოვრობდა გუდაუთის რაიონში, სოფელ აჩანდარში.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას საქმის მიხედვით, მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძე იყო აფხაზი, სოციალური წარმოშობით –  თავადი, სტატუსით – მიწათმოქმედი.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს გამართულ საქართველოს საბჭოთა მწერლების პლენუმზე შალვა რადიანმა ქართველი პოეტების შემოქმედების განხილვისას აღნიშნა, რომ ყოფილი ცისფერყანწელები, განსაკუთრებით ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ სიმბოლური სკოლის რეციდივებისგან. მოხსენების შემდეგ შალვა რადიანს, ნიკოლოზ სირბილაძეს, იონა ვაკელს, ირაკლი აბაშიძესა და არისტო ჭუმბურიძეს შორის კამათი გაიმართა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 18 ივნისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ საბჭოთა საქართველოს მწერლების პლენუმზე მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძემ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა. წერილში გამსახურდია ხელისუფლების მიერ ტალანტების შევიწროებაზე წუხდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 15 ივნისს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში ლავრენტი ბერიას თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სოფლად პარტმუშაობის გარდაქმნის საკითხზე ისაუბრეს. თათბირს ესწრებოდნენ: ა. რამიშვილი, დოლიძე, ჟღენტი, ორაგველიძე, ცხვარაძე, ხალილოვი, ახუნდოვი, ალი მადათოვი, რამიშვილი, ბოკუჩავა, ჭელიძე, მიქელოვი, კოზაევი.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 14 ივნისს გაზეთ „კომუნისტში“ თეატრის კრიტიკოსი ანატოლი გლებოვი რუსთაველის თეატრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში წერდა, რომ სანდრო ახმეტელი საჯარო გამოსვლებში კულტურის კლასობრივი რაობისადმი არასაკმარის ყურადღებას ამჟღავნებდა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

ა. კეკელია 1934 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე იყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ევგენი ხარაძემ დაბა აღობილში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობასა და ამ ობიექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წელს გერმანე მათითაშვილმა ბუდიონ მდივანს ტროცკისტული ორგანიზაციების მიზნების შესახებ მიხეილ ოკუჯავას სახლში მოხსენების წაკითხვა სთხოვა. შეხვედრაზე მდივანმა განაცხადა, რომ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი მოინახულა და დაჰპირდა მას, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედავდა, მაგრამ ამის ნაცვლად პირდაპირ ტროცკის ესტუმრა და დაწვრილებით გააცნო სტალინთან მოლაპარაკების საკითხები.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ი. ჩიაევი სამხრეთ ოსეთის გზატრანსის უფროსი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს თბილისის საბჭოს პლენუმმა საბჭოს წინაშე მდგარი ამოცანების არაბოლშევიკურად გადაჭრისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა ბაგრატ მაჩაიძე და თბილისის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვალერიან ბაქრაძე.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს მაქსიმილიან როზენცვეიგი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით, გაზეთის "На рубеже востока" დაუდევარი გაძღოლისა და მასში დაშვებული შეცდომებისათვის გაზეთის რედაქტორი დუდუჩავა სამსახურიდან მოხსნეს. გაზეთის ხელმძღვანელად შეთავსებით დაამტკიცეს ვ. გრიგორიანი.