რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სკანდინავიიდან დაბრუნებული საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა სკანდინავიის ქვეყნების საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იმ ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგე იყო მანდელშტამი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგის მოვალეობის შემსრულებლად მანდელშტამის ნაცვლად, რომელიც სხვაგან გაემგზავრა, დ. ივანოვი დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს" მიხედვით, გ. ზ. ოჰანეზოვი იყო იტალიელ აქციონერთა საზოგადოება N 60-ის ადმინისტრატორ-დელეგატი საქართველოში. საზოგადოების მთავარი სამმართველო მდებარეობდა რომში, ხოლო გენერალური განყოფილება – ბათუმში, მარინიის პროსპექტი N 31.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გამართული ამიერკავკასიის სეიმის პირველი სესიის სხდომის თავმჯდომარე იყო ნ. ს. ჩხეიძე. სხდომამ დაადგინა, შეეჩერებინათ საომარი მოქმედებები და მთავრობას თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავება დაავალა. ხატისოვის წინადადება განხილული იქნა, როგორც სურვილი, რომლითაც მთავრობას უნდა ეხელმძღვანელა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: ონიაშვილი, რასულ-ზადე, გეორგაძე, თუმანოვი, სემიონოვი, გვაზავა, ლორთქიფანიძე, კაჩაზნუნი, ლასხიშვილი, კანტემიროვი, მაგომეტ ბეკოვი, შეიხ-ულ-ისლამოვი, არსენიძე და გობეჩია. სხდომის ოქმის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. გადასვლის ფორმულები წარმოადგინეს: გეორგაძემ, ხატისოვმა, რასულ-ზადემ. მიიღეს გეორგაძის ფორმულა, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეჩერებას. რასულ-ზადეს ფორმულა უარყვეს. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა დაიწყო დებატები ახალ რეალობაზე გადასვლის ფორმულასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომლის დადგენილებითაც ხელისუფლებას დაევალა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი, ფედერაციული, დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შემუშავება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 9 აპრილის სხდომის დადგენილების თანახმად, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკებები გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებებთან ამიერკავკასიის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს თბილისში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკება რადიოტელეგრაფის სადგურის შეძენასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა კოოპერატიული საზოგადოება „კახეთის“ განცხადება, რომ საზოგადოება არსებობდა 1895 წლიდან და მასში 246 მევენახე იყო გაერთიანებული, მისი წევრობა შეეძლო ყველა კახელ მეღვინეს და იმათაც, ვინც ყოველ წელს ჩააბარებდა ნამდვილ კახურ ღვინოს. მთავარი კანტორა მდებარეობდა თბილისში, დამფუძნებელი კრების ქ. N5, ხოლო კახეთში ჰქონდა ბიუროები, თელავში − ალექსანდრე მაყაშვილთან, კარდანახში − ნიკოლოზ დარაშვილთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს თბილისში გაცემულია მინდობილობა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ კაპიტან როზენზე, რომელიც არის პეტროგრადში გაგზავნილი შვედეთის სამეფო დელეგატი, რათა მან გამართოს მოლაპარაკებები შვედეთში ოქროს ობლიგაციებთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭო (ივანე ანდრონიკაშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი, გ. ა. ყიფიანი) სთხოვს ცნობებს კონდოლის სანერგის გამგე ნ. კ. მაკარაშვილს, თუ რამდენი ამერიკული ვაზის ძირი დაამყნეს გასულ წელს, რამდენი და რომელი ჯიში მიიღეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს თბილისში ჩატარდა მეცხვარე-მესაქონლეთა პირველი ყრილობა გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით. ყრილობას დაესწრო ასორმოცდაათამდე მეცხვარე-მესაქონლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს თბილისში, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, გაიხსნა საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა ყრილობა სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით.