რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭომ (ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი, გ. ა. ყიფიანი) საქართველოს სხვადასხვა რაიონში საჭირბოროტო საკითხების გამოსარკვევად თათბირების ჩატარება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე დაეშვა. იგი ასევე, ამზადებდა მის მატრიკულარულ მოწმობას. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 11 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ბერლინში, „დასავლეთ სანატორიუმში“, ჯოაჰიმსტალერის ქუჩა N20-ში ცხოვრობდა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 28 ივლისს თბილისის სადგურზე დაიჭირეს ოზურგეთის მაზრის მცხოვრები ვასილ ივანეს ძე მენაბდე და სოფელ სამების მცხოვრები კოლია სოლომონის ძე გიორგაძე, რომლებსაც მატარებლის ყალბი ბილეთების გაყიდვა ბრალდებოდათ. მათ დანაშაული აღიარეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას ეხებოდა. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სასჯელი დაეკისრებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა წერეთელი, თამარ წერეთელი, ნიკოლოზ წერეთელი, ელენე წერეთელი, ნინო წერეთელი, ნიკოლოზ წერეთელი და ოლიკო წერეთელი დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის დასაწყისში საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭომ მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ მევენახეებისთვის ისევ ძველ ფასში მიეყიდათ გოგირდი და შაბიამანი. მთავრობის თავმჯდომარე საბჭოს შეჰპირდა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმეში“ მეუღლე მინადორა, ძმა გერმანე, შვილები აპალონ და კესარია და ბიძაშვილი იოსებ მარშანიები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქრისტეფორე დიმიტრის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ ნოემბერს 3 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფოთსა და ქუთაისში ღვინით მოვაჭრეთათვის სააქციზო გადასახადის შემცირების თაობაზე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება პოდპორუჩიკ სიმონ ათანასის ძე მჟავანაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი გაიმართება ყოველდღე ფეოდოსიევის ქუჩის 20 ნომერში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობამ უცხოეთში გასატან ღვინოზე დიდი გადასახადი დააწესა. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭომ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის, ი. დ. ფორაქაშვილის, გ. ა. ყიფიანის, ვასილ ილიას რცხილაძის, ლ. ა. გოგნიაშვილის და სოლომონ ჩოლოყაშვილის შემადგენლობით იშუამდგომლეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკთან. მინისტრმა მთავრობას წარუდგინა მოხსენება საბაჟო გადასახადის მოხსნის თაობაზე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ილია სტეფანეს ძე თარგამაძის სამძიმარს საყვარელი მეუღლის, ნუცა იასონის ჩხიკვაძის ასულის გარდაცავლებას და ნათესავთ ამცნობს, რომ ორმოცის პანაშვიდი გაიმართება სოფელ კვახჭირში (სადგური რიონი) ქვაშვეთის ეკლესიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ნოემბერს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ თავის პირველ სხდომაზე ერთხმად აირჩია: საბჭოს თავმჯდომარედ – ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი, თავმჯდომარის მოადგილედ და დროებით ხაზინადრად – ი. დ. ფორაქაშვილი, მდივნად მოიწვიეს გ. ა. ყიფიანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გ. ა. წინამძღვრიშვილი წერს, რომ ვაზის მოსაწამლი საშუალებები, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) შემოდიოდა, ძალიან გაძვირდა. ომის გამო დაიკეტა სტამბოლის გზა და თითქმის შეუძლებელი გახდა მათი უცხოეთიდან მიღება, ამიტომ დამზადება დაიწყეს შინაურ (რუსეთის) ბაზარზე, რაც ხშირად უვარგისი მასალა იყო, თანაც ძალიან ძვირი. ამის გამო ვენახები შეუწამლავი რჩებოდა და ქართველ მევენახეებს დიდ ზარალს აყენებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ბერლინის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი გ. გ. მეჰრაბიანი თბილისში ჩამოვიდა და ავადმყოფებს ყოველდღე – დილის ცხრიდან პირველ საათამდე და საღამოს ექვსიდან რვა საათამდე იღებდა ბებუთოვის ქ. N 23-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივლისს თბილისის მე-4 პირველდაწყებითი სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ვერა ავალიშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სთხოვა, რომ მასწავლებლად იქ გადაეყვანა. იუწყებოდა, რომ ის მოსკოვის სასწავლო ოლქის სამმართველოსგან მიცემული მოწმობის ასლს (N 4115) ამზადებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნეს ვერა გიორგის ასული ავალიშვილის თხოვნა, 1918 წლის 16 ივლისიდან სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორ გიორგი ახვლედიანს გაუგზავნეს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგის 1918 წლის 20 სექტემბრის N 13 ბრძანება, გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილის რუსული ენის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.