საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87012

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილისთვის ბიბლიოთეკის ორი კარადის გასაკეთებლად 65 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის სკოლაში მარიამ გვარამაძის მაგივრად მოეწვიათ სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული, რომელსაც სემინარიაში ნასწავლი ექნებოდა მებაღეობა-მებოსტნეობა და გალობა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში ივანე კილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ქუთაისის საკვირაო სკოლისთვის საზოგადოების მაღაზიიდან შეღავათიან ფასად მიეცათ წიგნები, რომელთა სიაც დართული ჰქონდა თხოვნაზე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი პართენ გოთუა დაენიშნათ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის მაგივრად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ია კარგარეთელისთვის სიმღერების კრებულის ჰონორარის – 10 მანეთის გადახდის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მელიტონ ოსიპოვისთვის წინარეხის სკოლის სადურგლო სამუშაოების თანხის – 100 მანეთის გადახდის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე აბაშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 4 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ყიფშიძისთვის წიგნების თანხის – 1. 80 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ეპისკოპოს კირიონისთვის 70 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილისთვის ხელფასის – 30 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში აბრამ ნორდშტეინისთვის სურათების თანხის – 17. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს ეთხოვა ცნობა კავკავის სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის თაობაზე ტიტე კახიძის მაგივრად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის ეკატერინე გაბაშვილის „საყმაწვილო მოთხრობების“ 1 200 ეგზემპლარის ასაკინძად 9 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 45 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში მასწავლებელი მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ ნამსახურობის მოწმობა 1891 წლიდან 1899 წლამდე და აგრეთვე ცნობა, რომ მისი დოკუმენტები გამგეობის მიერ გაგზავნილი იყო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის კანცელარიაში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში 77. 80 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს სთხოვა ნებართვა პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის ნაცვლად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულს წინასიტყვაობა არ სჭირდებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში დავით ავალიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების შეღავათიან ფასად მიცემა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა 127. 65 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 63. 30 მანეთის გადაცემის შესახებ.