საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „მორიალი და სოპრანო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „საკუთარი ტოსტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის თარგმანი არტურ რემბოს ლექსისა „მთვრალი ხომალდი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნინა მაყაშვილის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის სტატია „პარნასი და სინაი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა სანდრო ცირეკიძის სტატია „უკან მიხედვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია არტურ რემბოს შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქსენია ახვლედიანი ქუთაისის პირველ ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქეთევან მესხი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18  ივლისის გაზეთ ერთომბაში კ. დინჯაზე წერდა, რომ 11 ივლისს ბორჯომის მილიციის უფროსის თანაშემწის, ვ. დოლიძის ინიციატივით სოფ. ჯობისხევში გაიმართა ჯობისხევის და ლარების მცხოვრებთა კრება, რომლის მიზანი ყაჩაღების წინააღმდეგ ზომების მიღება იყო. მოხსენებით გამოვიდა ბორჯომის ერობის გამგეობის თავმჯდომარე კ. შახნაზაროვი. კრებამ სოფელ ჭისხევთან და დვირთან ახლოს მილიციის პოსტის დაარსება გადაწყვიტა. ამ საქმის ტექნიკური მოწყობა დაევალათ: ვ. დოლიძეს და აწყურის რაიონის მილიციის უფროსს, დადიანს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დავით სოლომონის ძე გოთომაშვილი გორის საოსტატო სემინარიის სამეურნეო საგნების ხელმძღვანელად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ოლღა მგელაძე ფოთის გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, შალვა ტროიმეს ძე თაბუკაშვილი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრისბრძანებით ნოე ავაკუმის ძე სვანაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით გიორგი მოსეშვილი თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ნ. ბაკურაძემ დაასრულა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ა. ახსაბაძემ დაასრულა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ე. ჩიქოვანმა დაასრულა თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძე ვარდისუბნის ქუჩაზე ცხოვრობდა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თეიმურაზ ჭუმბურიძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქართული ენის მასწავლებლად სოჭის გიმნაზიაში სიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგი მაქს ჰენრიხის ძე დიუდანი თბილისის მეოთხე გიმნაზიაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ბ. კუტანი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდიელ ე. ბროკიშვილის განცხადება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას „წითელი აზერბაიჯანის“ ლაშქართან ბრძოლისას არაერთი გვარდიელი შეეწირა. მათ შინაშე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია წითელ ხიდთან დახოცილთა ოჯახების დასახმარებლად საღამოს მართავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ხარიტონ ვარდოშვილის „ლექსები სავსე რვეულიდან“ _ „ფარისეველი“ და „სამდურავი შუაღამეს“.