საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83093

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობამ სკოლების ინსტრუქტორ ექვთიმე მიქელაძეს საქმეების მოსაგვარებლად ერობაში სასწრაფოდ გამოცხადება სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მომარაგების სამინისტროს მთ. რწმუნებულმა ქუთათელაძემ სამინისტროს შეატყობინა, რომ შემსყიდველებს დამზადებული აბრეშუმი სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, ფოთიდან და ბათუმიდან კონსტანტინეპოლით გააქვთ და ითხოვს, სათანადო ნებართვის გარეშე აბრეშუმის რკინიგზით გადატანა აიკრძალოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.