რეგისტრირებული ფაქტები91739
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 3 ივნისს პლატონ სამსონის ძე ლანდია გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 ივნისს ერმალო ლევანის ძე ვასაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 ივნისს იასონ ნიკოლოზის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს დეკანოზი პეტრე ყონჩუაშვილი (ყონჩუევი) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სამსონ ლევანის ძე შარვაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1913 წელს იაკობ გოგებაშვილის 3500 წიგნი გაიყიდა. ამ წიგნებიდან საზოგადოებამ 11332. 54 მანეთის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 21-დან 26 ნოემბრამდე საზოგადოებას 16164 მანეთი და 70 კაპიკი ჰქონდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრებმა, სვიმონ ბესარიონის ძე კვიტაშვილმა და ლადო ანტონის ძე ახობაძემ, საზოგადოების მთავარ გამგეობას ვოლგა-კამის კომერციული ბანკით 832 მანეთი და 56 კაპიკი გაუგზავნეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები იყვნენ: ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი, მიხეილ ლუკას ძე ავალიანი, ვასილ ივანეს ძე ახვლედიანი, არტემ მიხეილის ძე ახობაძე, ლადო ანტონის ძე ახობაძე, ალექსი ივანეს ძე ალხაზიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დელეგატთა კრებაზე დასასწრებად საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე გაგზავნა.

