საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80919

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო ოლღა ჭელიძე, ეროვნებით ქართველი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო თამარა იაკუბოვიჩი, ეროვნებით რუსი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო ევგენია ჩხამალია, ეროვნებით ქართველი (მეგრელი).

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნიკოლოზ ჭანტურია, ეროვნებით ქართველი, სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სირანუშ ტოპჩიანი, ეროვნებით სომეხი, სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო მკრტიჩ პაპზიანი, ეროვნებით სომეხი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბრიგიტა კოტი, ეროვნებით ესტონელი, სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებლის მე-3 განყოფილების მოსწავლე იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N20) ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ შაქრის ბარათის მიღება შეიძლებოდა შემდეგ ადგილებში: სამთო უბანი, რეალური სასწავლებელი, ცენტრალური უბანი, ბალახვანის ქუჩა – სარაიონო კომისართან, წყალგაღმა უბანი, ორპირის ქუჩაზე – კომისრის სამმართველოს გვერდით; არქიელის გორაზე – ილია შვანგირაძესთან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტმა სურსათის გადასაზიდად რამდენიმე ფურგონი მიიღო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ხარაგაულში (სადგ. ბელაგორი) 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო გრანდიოზული ეროვნული საღამო-სეირნობა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ აკაკი პაპავა, ვასო ურუშაძე და პოეტი სვიმონ ფაშალიშვილი. საღამოს დასასრულს გაიმართებოდა ცეკვა და ვახშამი. შემოსავლის ათი პროცენტი ადგილობრივი სახალხო სახლის ფონდის გასაძლიერებლად უნდა გადადებულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N20) ცნობით, რიონის სადგურზე დაიჭირეს მეძმარიაშვილის ქალი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით ბილეთებს ყიდდა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, 22 აგვისტოს გაქურდეს სოფიო ჩარკვიანის ბინა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, მოცეკვავე სტუდენტი ნანიაშვილი ცეკვის დროს რევოლვერით ფეხში დაიჭრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, მოსკოვში კონტრ-რევოლუციონერთა გამოსვლას ელოდებოდნენ, რომელთა მიზანი მიხაილ ალექსანდრეს ძე რომანოვის ტახტზე აყვანა იყო. შემდგა საზოგადოების მხსნელი კომიტეტი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, თბილისში 20 აგვისტოს საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრემ და თბილისის მიტროპოლიტმა ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ სიონის ტაძარში პირველი წირვა აღავლინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის პროცესი უკვე დაიწყო, 20 აგვისტოს მის წინააღმდეგ სხვა მოწმეთა შორის გუჩკოვი და ანდრონიკოვი გამოვიდა. ანდრონიკოვის თქმით, მან ორივე დედოფალს შეატყობინა, რომ სუხომლინოვი ქრთამს იღებდა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N20) ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 აგვისტოს პეტროგრადში გერზვინის საავადმყოფოში გარდაიცვალა მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე შტიურმერი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 (რედაქტორი კატო მიქელაძე) ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქ. თბილისში „განათლების“ საზოგადოების ქალთა სემინარიაში განმეორებითი და მისაღები გამოცდები 25 აგვისტოს დაიწყებოდა, ხოლო სწავლა 1-ლ სექტემბერს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახალხო განათლების მინისტრის თანაშემწედ გრაფინია პანინა დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის სახელმწიფოებრივი თათბირი დასრულდა, შრომა და კაპიტალი შეერთდნენ სამშობლოს დასაცავად, რის ნიშანსაც ორთავე მიმართულების გაზეთები ირაკლი წერეთლისა და ბუბლიკოვის ხელის ჩამორთმევაში ხედავენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N20 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „ჟ. ე“-ზე დაყრდნობით წერდა, რომ გამოჩენილი ინგლისელი სუფრაჟისტკა კრისტაბელ პანკჰერსტი ივნისში ესტუმრა რუსეთს თავის თანამშრომელ, ცნობილ მუშა ქალ ანა კენთან ერთად. პანკჰერსტმა სიტყვა წარმოსთქვა მის პატივსაცემად მოწყობილ კრებაზე. ისაუბრა ომზე და იმედი გამოთქვა, რომ რუსი ქალები ხელს შეუწყობენ რუსეთ-ინგლისის კავშირს და შეეწინააღმდეგებიან სეპარატიულ ზავს გერმანიასთან. პანკჰერსტს კავშირის სახელით მიესალმა დ-რი შაბანოვა, ბელგიელი ელჩი და ქალთა განყოფილების უფროსი ბოჩკარიოვა და სხვა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან, III“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N20 დაიბეჭდა პოდპორუჩიკ ი. მაისურაძის მიერ 1917 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი წერილი „ქართველ ქალებს“, რომელშიც ავტორი მიესალმება ქალთა მოძრაობას და მათ საზოგადოებრივ საქმიანობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N20 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 გამოქვეყნდა ონ. კანანელის ლექსი.