რეგისტრირებული ფაქტები83608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო თეატრში უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „პაიაცები და ქორწინება უკრაინაში", 3 დეკემბერს – „მადამ ბატერფლაი“ და „კავალერიის ბანაკი“ (ბალეტი), 4 დეკემბერს – „მოცარტი“ და „სევილიელი დალაქი“, ხოლო 5 დეკემბერს – „ჰუგენოტები“. მონაწილეობას მიიღებდნენ საბანევი, მ. ი. ალეშკო, ბორის ზალიპსკი, პოლიაევი, ვ. ნ. ნიკოლსკი, პ. შულგინა, ე. ა. ვრონსკი, ლ. ისეცკი, მოროზოვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: სპირიდონ და დომენტი ოტიას ძე ბენდუქიძეებმა, სპირიდონის შვილებმა: თამარ, ირა, ნინო, გრიშა და გაგა ბენდუქიძეებმა ნათესავებსა და ნაცნობებს სოფელ ხვანჭკარაში მცხოვრები სიძის, ლუკა აპოლონის ძე სურგულაძის გარდაცვალება შეატყობინეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით ა. გ. ზიზილასი თბილისის ელინთა გიმნაზიაში ფარანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით კასრაძე დამტკიცებულია ქართული ენის პედაგოგად თბილისის ელინთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით ტილიკოვი თბილისის ელინთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით, ვარუხა თბილისის ელინთა გიმნაზიაში გალობისა და ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით სევასტიანოვი თბილისის ელინთა გიმნაზიაში არითმეტიკის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ აბულაძე წერს, რომ კომიტეტმა შეიწყნარა შუამდგომლობა და სათანადო მიწერილობით, რომელიც თხოვნასთან ერთად არის წარმოდგენილი, აუწყეს დამტკიცება, მაგრამ მთავარი გამგე არ დაკმაყოფილდა და მისგან ეცნო უარი წინადადებით, რომ შეძინა წოდება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით სინგარევო თბილისის ელინთა გიმნაზიაში ბერძნული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით დამტკიცებულია თბილისის ელინთა გიმნაზიაში დირექტორის თანამდებობაზე ,ასევე არითმეტიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად ნალპანი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ გასულ წელს შუამდგომლობა სთხოვა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს, რათა მასწავლებლად დაემტკიცებინათ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ 1905 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების სარბიელზე და გავლილი ჰქონდა სახალხო სკოლების ყველა საფეხური. იგი დაბლიდან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გადარიცხეს მაშინ, როცა ორკლასიანი სასწავლებელი გარდაქმნეს უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N167 ბრძანებით განთავისუფლებულია თანამდებობიდან თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მანქანაზე გადამწერი კლარი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აკეთებენ განცახადებას, რომ არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა პავლე მეტრეველი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 167 ბრძანებით ომელჩენკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის მუსიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აქვეყნებენ განცხადებას, რომ გარდაიცვალა პეტრე მეტრეველი. გამოსვენება იქნება არამიანცის საავადმყოფოდან დილის 9 საათზე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
ირაკლი წერეთელი 1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ აქვეყნებს ნეკროლოგს ძმის, ლევან წერეთლის პანაშვიდის შესახებ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ სექტემბერს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1919 წლის 2 სექტემბერს ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 167 ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა .
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 მაისს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ შუამდგომლობდა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს, რათა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი და 1905 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა სახალხო სკოლებში. ხელს აწერს სასწავლებლის გამგის ნაცვალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 167 ბრძანებით გაბაშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N167 ბრძანებით ვერა ივანეს ასული დიმიტროვისა თელავის სომხური გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N167 ბრძანებით ანდრია მიხეილის ძე დიმიტროვი თელავის სომხური გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.