საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83613

1905

ტიპი: განათლება

ნამსახურეობის სიის მიხედვით, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ 1905 წლის 27 აპრილს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია ოთხი საზოგადო განათლების კურსით და მიიღო N197 მოწმობა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სასულიერო წოდების იყო. მის მშობლებს ჰქონდათ ქონება, თავად კი არაფერი შეუძენია. არ იყო დაოჯახებული და არც მამაპაპისეული ქონება ჰქონდა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ ის, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი რკინიგზის სასწავლებლის პედაგოგი, დაიბადა 1883 წლის 3 აპრილს. 23 აპრილს მონათლეს მართლმადიდებლურად. წლიური ჯამაგირი წლიური დამატებების გარეშე შეადგენს 3 060 მანეთს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მღვდლისა და გრიგოლ ალშიბაიას სასამართლო პროცესისთვის 19 მაისს მოწმეებს დამატებით დაკითხავდნენ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილმა თავის „რუსულ ფურცელში“ იმ ბრალდებების შინაარსი ახსნა, რომლებიც ალშიბაიას გერმანელებმა წაუყენეს.

ტიპი: ღონისძიება

ანდრია ბოროზნინი, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელი, ოპერაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა. განათლების სამინისტრომ იმავე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მისთვის სამკურნალოდ 300 მანეთი მიეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ექიმად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ოლღა ბოდისკო დაინიშნა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 სექტემბრის თარიღით, სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ალექსანდრე ბოგოიავლენსკისთვის, სიდედრის დასაკრძალად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ფულადი დახმარება გამოეწერათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 სექტემბრიდან თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი იმავე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძისგან მიიღო წერილი. იგი იმედოვნებდა, რომ ევროპაში დაბრუნდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ალექსანდრე ბოგოიავლენსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს ევგენი გეგეჭკორმა შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათ საქმიანობას ევროპაში კარგი მომავალი ექნებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი იოანე ბობოხიძე ზუგდიდის სამრევლო სკოლების მეთვალყურე იყო. ის სამეგრელოში ქართული ენის დევნის წინააღმდეგ იბრძოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 იანვრის თარიღით, ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობით, მღვდელი იოანე ბობოხიძე დაამტკიცეს იმავე სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დავით ვაჩნაძის კომიტეტი დაიშალა, მისი წევრები კი ერთმანეთთან დავასა და კამათში იყვნენ. შეატყობინა, რომ ვაჩნაძე ბავარიაში ისვენებდა.

1952

ტიპი: ორგანიზაცია

1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში ახალი ქართული ანტიბოლშევიკური კავშირი შეიქმნა. მის სათავეში ვეფხვაძე და ავალიანი იყვნენ. მათ ყოველკვირეული გაზეთის გამოცემისთვის დახმარებას ამერიკული კომიტეტის წარმომადგენლობა ჰპირდებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 23 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ ვებრძოლოთ პროსტიტუციას), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N22 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ ვებრძოლოთ პროსტიტუციას), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ ვებრძოლოთ პროსტიტუციას), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო სასტუმროში სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 27 თებერვალს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს დომინიკანის რესპუბლიკის ელჩ ლ. ვასკესს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.