რეგისტრირებული ფაქტები85250
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აგვისტოს, დილის 6 სთ-ზე სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი კილტავა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საღამოს პროფესორმა ტიხონოვიჩმა მას ფეხი მოაჭრა. იგი საერთო სისუსტის გამო გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 აგვისტოს ფოთის თვითმართველობის მუშა-მოსამსახურეთა კრებამ განიხილა მოხსენება ქალაქის კონკის მოანგარიშე სევერიან ტუღუშის მიერ ქალაქის კუთვნილი ფულის გაფლანგვის შესახებ და გააძევა კავშირიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გადამდებ სნეულებასთან ბრძოლის სათავეში მდგომმა პროფესორმა შიროკოგოროვმა მოიარა ბათუმის მიდამოები ქობულეთამდე და გაარკვია, რომ ამ სენით ქალაქგარეთ ავად არავინ გამხდარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ თბილისის მეოთხე რაიონის სახ. გვარდიის შტაბი იმ გვარდიელთა – პლატონ ამბაკოს ძე კალანდაძე, ნოე გიორგის ძე ბაქრაძე, შალვა ირაკლის ძე გოგიბერიძე – საყურადღებოდ, რომლებიც შვებულებიდან დროზე არ დაბრუნდნენ, აცხადებდა, რომ თუ ათ დღეში არ დაბრუნდებოდნენ, ან შტაბს საპატიო მიზეზს არ აცნობებდნენ, დეზერტირებად გამოაცხადებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
აჰმედ ცალიგოვი აღფრთოვანებით მიესალმებოდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის აჯანყებას, როგორც შამილის, ჰაჯი-მურატის, ყაზი-მუჰამედისა და ჰამზათ ბეგის დროებათა აღორძინებას.
1919
ტიპი: ავტორობა
გ. კალინსკი აანალიზებს დაღესტნის აჯანყების მიზეზებს და საუბრობს მიზნებზე: ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო გენერალ ხალილოვისა და მისი დამქაშების პარპაშმა, მაგრამ მთიელები არც კომუნიზმის წითელი გენერლების დასმას აპირებენ კისერზე – მათ მშვიდობიანი, ღირსეული ცხოვრება სურთ საკუთარი, ეროვნული მთავრობის პირობებში
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 27 იანვარს ნუცა შარაშიძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში ბარათი გაუგზავნა და ნინოობა მიულოცა.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ მთავრობის სახელით ნოტა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელს, აცნობა „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და სთხოვა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ეხმარა კონფლიქტის მოსაგვარებლად.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის ქიქოძის მოსწავლე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის წინადადებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი და მინდობილი საქმე დაასრულა. კომისიის წევრები იყვნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი სიმონ ჯაფარიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი დ. ჩხეიძე და ექსპერტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქში (გორის მაზრა) ისიდორე რამიშვილმა მოხსენება წაიკითხა საქართველოს მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა ჯარის და გვარდიის ბრძოლა შინაურ და გარეულ ფრონტებზე, აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრება ახლო მომავალში კონსტიტუციას დაამტკიცებდა. ის 13 ივლისს მოხსენებით გამოვიდა კავთისხევშიც.