საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგრაფინა ბახტაძე გაბრიელის სახელობის გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ხაშურის გიმნაზიის პედგაგოგი ანა ბხაროვსკაია სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით თელავის სომხური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან ანა ბახარევსკაია ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან რახილ (ანა) ბახარევსკაია (გადახაბაძე) ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი იანვრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 სექტემბრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძის ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან: არჩილ ბაქრაძე, მისი მეუღლე მარიამი, შვილები: თენგიზი – ორი თვის, ელენე – სამი წლის.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა მინისტრს ტრაპიზონის რკინიგზის მუშებისთვის ფეხსაცმლის მთავარი მომწოდებლის არმენ ხაჩაკიანისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და მისთვის 10000 რუბლის ფასიანი ქაღალდის განაღდების თხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 მაისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მოქალაქე არამიანცისა და მხატვარ კეპინოვის დავის საქმე განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მაისს შრომის სამინისტრო ქალაქის მმართველობის საბინაო განყოფილებას გ. აიდანოვის თამბაქოს ფაბრიკაში (მდებარე ანჩისხატის ქუჩა 17) მცხოვრები ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: თანამდებობა

შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 მაისს ფინანასთა მინისტრ გ.ტერ-არუთინოვს შრომის მინისტრმა თურქეთის მხარეში დარჩენილი ავეჯის გადაცემის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 მაისს ბორჯომის ელექტროჰესის მოსამსახურემ სემიონ კოსტენკომ საკუთარი განცხადების საფუძველზე სამუშაო ადგილი დატოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მაისს გიორგი ვართანოვი სამსახურებრივი საქმეებისთვის შრომის სამინისტრომ რუსეთში გაგზავნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტროს ინჟინერი ფელიქს რომანის ძე შმალცი ეკონომიკური საბჭოს სხდომებს ხელმოწერის უფლებით ესწრებოდა. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს კანცელარიის გენერალურ დირექტორს მ. გ. კელარევს პედაგოგთა და აღმზრდელთა ორგანიზაციიდან შემოსული განცხადებების განხილვა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მაისს შრომის სამინისტრომ თბილისის შემნახველი სალაროს საქალაქო განყოფილებას მოქალაქე ნიკოლოზ მოჟაისკოვისთვის რუსეთში დასაბრუნებელი მცირეოდენი თანხის გამოეყოფის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ ივნისს ტარას გრიგოლის ძე აბაშიძე დაინიშნა შრომის სამინისტროს ზედამხედველად. შრომის სამინისტრო სთხოვს სალიკვიდაციო კომისიას, მიიღოს ზომები მისთვის ავეჯის გადასაცემად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს თბილისის გუბერნიის შრომის კომისარმა შრომის სამინისტროს ვრონსკისთვის ბოლო ხელფასის დაკავების თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 აპრილს მელიქ-კეიმერდელევსკის რკინიგზის მუშა თეოდორ ნემცოვი შრომის სამინისტროს თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვის 368 მანეთის გასამრჯელოს სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 აპრილს მელიქ-კეიმერდელვსკის რკინიგზის სადგურის მუშა ვასილ კონონოვი შრომის სამინისტროს თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვის 368 რუბლ გასამრჯელოს სთხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტროს გადამწერი ანა კოლესნიკოვა მოტივაციის და ხელფასის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობით მინისტრ ფირცხალაიშვილს მიმართავს.