რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოების გამგეობის დირექტორად, ვოლგის მუნიციპალური საოლქო ეკონომიკური კავშირის განყოფილების გამგედ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ, სარატოვის გუბერნიის კომისრად, ამიერ-კავკასიის და შემდგომ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარედ.
1970
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისში, ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13-ში ცხოვრობდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
სხვადასხვა დროს გრიგოლ უროტაძე დატყვევებული იყო ხუთჯერ, გადასახლებული ორჯერ [ქუთაისიდან და პეტროგრადიდან].
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს გრიგოლ უროტაძე იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის ს. დ. კომიტეტის წევრი.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884 წელს გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში დაიბადა.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლიორმა ფ. გ. გოგიჩაიშვილმა 1918 წლის 17 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველობას მისწერა, რომ განათლების მინისტრის მიმართვაში „საშუალო სასწავლებელთა შენობების შესაკეთებლად ხაზინიდან 30 000 მან. გამოყოფის შესახებ“ აღნიშნული არ არის, რომელ სასწავლებელს არ აქვს სპეციალური თანხა და განმარტებული არ არის ხარჯები, რომელთა გაღებაც სჭირდება ამა თუ იმ სასწავლებლის შენობის შეკეთებას.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის ალ. მდივნის 1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენება თბილისის საშუალო სასწავლებელთა შეკეთების საკითხს ეხებოდა. ამისათვის ის 75 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდა, პირველ რიგში – 30 000 მან. სასწავლებლებისთვის, რომელთაც სპეციალური თანხა არ ჰქონდათ და ქალთა გიმნაზიებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრი 1918 წლის 26 სექტემბრის მოხსენებაში „თბილისში სახელმძღვანელობის რეკვიზიის შესახებ“ აღნიშნავდა, რომ ბევრი პირი სახელმძღვანელოებით სპეკულაციას ეწეოდა, რაც აუტანელ პირობებში აყენებდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ის სთხოვდა მინისტრთა საბჭოს, დაერთოთ ნება ამ სახელმძღვანელოთა რეკვიზაციის, რათა ახალგაზრდებს მათი ნორმალურ პირობებში შეძენის საშუალება მისცემოდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ფილიპე ლორია სხვადასხვა დროს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა [სალდათთა] აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ტრამვაის საავადმყოფო გამგეობის წევრად და პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად.
1915
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ჩხეიძის ამიერკავკასიის მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შედეგად 1915 წელს ფილიპე ლორია გათავისუფლდა, რის შედეგადაც ის გადასახლებიდან დაბრუნდა.
1914
ტიპი: ნასამართლეობა
1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუას ძე ლორია ამხანაგებთან ერთად, თბილისის ტრამვაიში მორიგი გაფიცვის მოწყობისათვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლდა, ფილიპე კი სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში გადაასახლეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
1878
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1878 წლის 19 აგვისტოს ფილიპე გლახუნის ძე ლორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნოღაში (საჯავახოს მხარე) დაიბადა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრი 1918 წლის 31 აგვისტოს მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ, აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის თავშესაფრის განყოფილება იყო. ეს გავლენას ახდენდა როგორც სწავლა-განათლებაზე, ასევე პერსონალის შემადგენლობაზე. სასწავლებელს აგრონომი განაგებდა, რომელიც თან მათემატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო. მშობლებმა ქალაქის თვითმართველობას შუამდგომლობით მიმართეს, სასწავლებლის განათლების სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე. თვითმართველობას სასწავლებლის ხარჯების ტვირთვა არ შეეძლო, ამიტომ დროებით აუცილებელი სუბსიდიით სამინისტროს უნდა ეკისრა მისი არსებობა (ემსახურებოდა 50 000-იან მოსახლეობას). ასეთივე დახმარება სჭირდებოდა გაგრის ორ სკოლასაც. სახელმწიფო ხაზინას ამისთვის 10 000 მან. გაღება უწევდა.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრმა გ. ჟურულმა (კანცელარიის დირექტორის მაგიერ განყოფილების უფროსი ალ. კანდელაკი) 1918 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორს, ფილიპე გოგიჩაიშვილს მისწერა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღების შესახებ აღძრული შუამდგომლობა, ოღონდ განათლების მინისტრმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს.