რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი ალექსი ბარსოვი განათლების სამინისტროს სთხოვდა, რომ თბილისში ან ოზურგეთში მისცემოდა რუსული ენის გაკვეთილები ან პენსიის დანიშვნით განთავისუფლბულიყო სამსახურიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორს წერილი გაუგზავნა, რომ ალექსი ბარსოვისთვის ანაზღაურებადი შვებულება მიეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგეს, გიმნაზიის მასწავლებლისთვის, ალექსი ბარსოვისთვის, რომელმაც ტიფი და ფილტვების ანთება გადაიტანა, მიეცათ 4 თვით დასვენების უფლება ჯამაგირის შენარჩუნებით.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლმა, ფ. გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველს 1918 წლის 9 ოქტომბერს მისწერა (ხელს აწერს საქმის მმართველი ი. ქუთათელაძეც), რომ კონტროლი თანახმაა, რესპუბლიკის ხაზინიდან განათლების სამინისტროს წელიწადში 19 200 მან. მიეცეს ახალციხის ქართული საქვ. საზოგადოების სკოლის შესანახად.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში ახალციხის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისთვის წლიურად 19 200 მან გადადების შესახებ, ნათქვამია, რომ საზოგადოების რწმუნებული ემანუილ ვარდიძე ითხოვს ამ თანხის გამოყოფას. სამინისტრო ითვალისწინებს ახალციხის ქართველთა უნუგეშო მდგომარეობას, იმას, რომ სასწავლებელი თუ არ გაიხსნება, სასკოლო ასაკის ბავშვები უყურადღებოდ დარჩებიან და მხარს უჭერს შუამდგომლობას.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალ. მდივანი 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გამოყოფის შესახებ, აღნიშნავს, რომ ქალაქის თვითმართველობას (9 თვის დაარსებულია, აქედან 4 თვე უმოქმედოდ იყო „ბოლშევიკური ბატონობის“ გამო) ხარჯების გაღება არ შეუძლია. ამ სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვას დასამტკიცებლად მალე წარუდგენს, იქამდე კი ზემოხსენებულ თანხას ითხოვს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 3 ოქტომბრის მოხსენება 10-მილიონიანი ფონდიდან ვალერიან ჯაფარიძისთვის 400 მან. მიცემის შესახებ. ის სოხუმის რეალური სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა, გზის ფულის უქონლობის გამო სამინისტროს 400 მან. გამოყოფას სთხოვს და მის ნაწილობრივ ანაზღაურებას კისრულობს ჯამაგირის მიღებისთანავე. სამინისტროს თანხა არ აქვს, ამიტომ შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში და ნამესტნიკის განკარგულებით გადაასახლეს კავკასიიდან.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე დაატუსაღეს. ის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც გადაასახლეს თბილისის გუბერნიიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს სარდიონ თევზაძე მუშაობდა ტრამვაის სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სარდიონ თევზაძე თბილისში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: პარკოვის ქუჩა N23. XI სამ. ნაწ.
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს სარატოვსა და მოსკოვში, იყო ჟურნალ „კვალის“ რედაქტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოების გამგეობის დირექტორად, ვოლგის მუნიციპალური საოლქო ეკონომიკური კავშირის განყოფილების გამგედ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ, სარატოვის გუბერნიის კომისრად, ამიერ-კავკასიის და შემდგომ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარედ.
1970
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისში, ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13-ში ცხოვრობდა.